9 მაისს 80 წელი სრულდება ანტიფაშისტური კოალიციის (ყოფილი სსრკ, აშშ, ინგლისი, საფრანგეთი) ვერმახტზე გამარჯვებიდან, სისხლისმღვრელ ომში, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  ფაშისტურმა იდეოლოგიამ განაპირობა ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური ძალადობა, რომელიც გენოციდშიც  გადაიზარდა. ჰოლოკოსტის სახელითაა ცნობილი გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ბოშების, სხვადასხვა უმცირესობების  მასობრივი გენოციდი.

საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 000 კაცი წავიდა. ეს 40-იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი იყო. მათგან  ნახევარი ამ ომში დაიღუპა ან უგზო უკვლოდ დაიკარგა.

ოზურგეთიდან მეორე მსოფლიო ომში 11 653 ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც ნახევარზე მეტი დაიღუპა.

ყოველწლიურად თანდათან თხელდებოდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების რიგები და ახლა მუნიციპალიტეტში მხოლოდ ომის ერთაერთი ცოცხალი  მონაწილე გვყავს _სოფელ მერიიდან შოთა გოგატაძე, რომელსაც ამ დღეებში დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდება.

_ მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე რამდენჯერმე მძიმედ დაიჭრა, ფიზიკურად საკმაოდ სუსტადაა,  ადრე დილიდან ფუსფუსებს, ცდილობს საოჯახო საქმეებში მიიღოს მონაწილეობა. გუშინ ეზოში მუშაობისას დაიმტვრა და დღეს წევს _გვითხრა ბატონი შოთას ქალიშვილმა ნონამ. თუმცა დაგვაიმედა, რომ მამამისს გონება, სმენა და მეხსიერება კვლავ ახალგაზრდულად უჭრის და საუბარს შეძლებდა.

_1925 წლის 15 მაისს დავიბადე. მამა _დიმიტრი ადრე გარდამეცვალა. დედა_ მარო, მოწინავე მეჩაიე იყო…ომის საშინელებამ ჩვენი თაობის თვალწინ ჩაიარა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ომი რომ გამოცხადდა. სკოლაშიც ვწავლობდით და უფროსკლასელები კოლმეურნეობაში შრომით საქმიანობაშიც ვიყავით ჩართულები. ბიჭებს ფრონტისკენ მიგვიწევდა გული. 1943 წელს,სკოლის დამთავრებისთანავე, სკოლის მერხიდან  ომში წავედი.

უკრაინის პირველი ფრონტის შემადგენლობაში იყვნენ ჩვენი ქვეითები. კიევის დაბრუნებისათვის ვიბრძოდით. ძალიან დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა. დავიჭერი…ქალაქ გორკში ვიწექი ჰოსპიტალში… ჭრილობები რომ მოვიშუშე, ბელორუსიის ფრონტზე გამგზავნეს. აქ 1944 წლის ივნისში დაიწყო ოპერაცია „ბაგრატიონი“,  ქ. ვიტებსკის გათავისუფლებისთვის გააფთრებულ ბრძოლებში ვმონაწილეობდი..მძიმედ დავიჭერი. ამჯერად ივანოვოს ოლქში, რაზდლიკის სამხედრო ჰოსპიტალში გამგზავნეს . სხეულიდან ნაღმის ნარჩენები ექიმების რჩევით არ ამომიღეს, მითხრეს სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, ხოლო მისი შინაგან ორგანოებიდან ამოღება შეიძლება მომაკვდინებელი ყოფილიყო.. თუმცა მთელი ცხოვრება სულ მახსენებდა ტკივილი თავს..

1944 წლის ბოლოს ჰოსპიტალიდან გამომწერეს და სახლში გამომიშვეს. ჯერ 20 წელიც არშემსრულებოდა  და შრომითი საქმიანობისათვის ინვალიდი ვიყავი. ჯერ სახლში ვმუშაობდი. შემდეგ საპარკეზე დავიწყე შრომითი საქმიანობა…

გავიდა წლები. თანდათან ვიშუშებდი ამ ომისგან მოყენებულ სულიერ და ფიზიკურ ჭრილობებს. შემდეგ თანასოფლელი გოგონა გავიცანი _ ლიანა ვასაძე და სოფლის ამ უბანში დავმკვიდრდი. _სვენებ-სვენებით გვიყვება ბატონი შოთა გოგატაძე.

ჩვენს საუბარში ბატონი შოთას უმცროსი მეგობარი ვახტანგ მარგალიტაძე ჩაერთო: _რამდენიმე წელი საპარკეზე ერთად ვიმუშავეთ. ზოგადად, ჩვენს თაობას შრომა არ ეთაკილებოდა. ვმუშაობდი მყნობელად, ნახირს ვმწყემსავდი, ცხენის წინამძღოლი ვიყავი. შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე და ვიყავი კოლმეურნეობის ბრიგადირი, შემდეგ აგრონომი.

ბატონი შოთას და სხვა ომის ვეტერანების მხარდაჭერით 40 წლის წინ სოფლის ცენტრში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი მოვაწყვეთ, ხოლო ომში დაღუპულთა და ომიდან დაბრუნებულთა ეზოს შესასვლელში _ მემორიალი დაფები შესაბამისი წარწერით: „აქ ცხოვრობს ომში დაღუპულის ოჯახი“; „აქ ცხოვრობს დიდი სამამულო ომის ვეტერანი“…მთელი ცხოვრებაა ვმეგობრობთ _ ამბობს ვახტანგ მარგალიტაძე.

შოთას უფროსი ვაჟი თამაზი, პროფესიით ინჟინერი _უცხოეთში ცხოვრობს. ოჯახში უმცროსი ქალიშვილი ნონაა, რომელიც პროფესიით ინჟინერ ქიმიკოსია და წლების მანძილზე მუშაობდა ანასეულის ექსპერიმენტულ ჩაის ფაბრიკაში თავისი სპეციალობის მიხედვით, ახლა კი მამას უვლის.

_დედა მოწინავე კოლმეურნე იყო. სულ შრომობდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე ვუვლი მამას _გვითხრა  ნონამ.

ჯილდოებსაც გადავხედეთ. „დიდი სამამულო ომის ორდენი,“ სხვა საბრძოლო და საიუბილეო მედლები აქვს.ბატონ შოთას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 80 წელთან დაკავშირებითაც უკვე მიუღია საიუბილეო მედალი.

_საოცარი ოჯახია. ადრე, როცა შეეძლო, ქ. ოზურგეთშიც ესწრებოდა საიუბილეო შეხვედრებს და სკოლებშიც იწვევდნენ. ომში გამარჯვების დღეს აქ სულ იმართება შეხვედრები. ომში დაღუპულებს იხსენებენ. უბრალო და სტუმართმოყვარე ოჯახია _ გვებნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მერიაში ზაზა ბაქანიძე.

ომის ვეტერანი მერია, კონჭკათი, თხინვალის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა აროშიძემაც მოინახულა. ახლა ისინი მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადებიან.

 

მსგავსი სტატიები

  • 88
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 87
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 84
    მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენმთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა…
  • 83
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
  • 83
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…