3 მაისს კიშინოვში მძლეოსნობაში, 18 წლამდელთა შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ,, მოლდოვური ახალგაზრდული გამოწვევა – 2025″ გაიმართა.
შეჯიბრი კიშინიოვში დინამო სტადიონზე შედგა.
მძლეოსნობის საერთაშორისო ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსნობის სექციის სპორტსმენმა ანა მგელაძემ იასპარეზა. ანა ამავდროულად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ოზურგეთელმა მძლეოსანმა ბირთვის კვრაში, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ბრინჯაოს მოპოვება მოახერხა.
ანა მგელაძე ასპარეზობისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.
მსგავსი სტატიები
- 74ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემიონია. ვულოცავთ!
- 74
- 73კიდევ ერთი საერთაშორისო ოქრო! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიამების ბ /რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენმა გიორგი თოხაძე ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ზედა, 60კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონი გახდა! მწვრთნელები - ძმები ზურაბიანები.


