საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ მოხდა.
„შაბათს, 2025 წლის 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით.
ისინი შეთანხმდნენ, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება შეზღუდული იყოს არავითარი პირობებით. თუ რუსეთი ასეთ პირობებს წამოაყენებს, ეს შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ როგორც ომის გაგრძელებისა და დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.
ისინი მოითხოვენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი იყოს: ცაში, ზღვასა და მიწაზე…
ისინი მიესალმნენ იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ და შინაარსიანი საუბრების ჩატარებისკენ მოწოდებას მხარს უჭერს როგორც ევროპა, ასევე შეერთებული შტატები.
მათ აღნიშნეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების უკიდურესი მნიშვნელობა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი ელემენტი ასევე უნდა გახდნენ საგარანტიო ძალები (კონტინგენტი).
ისინი შეთანხმდნენ: თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, საჭირო იქნება უფრო მკაცრიო სანქციების გამოყენება მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რომლებიც სამიზნეში ამოიღებენ წიაღისეულ საწვავს, ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტს.
ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირის ძლიერი სანქციების მე-17 პაკეტის მიღებასა და მისი იმ სანქციებთან კოორდინაციაზე, რომლებიც შემოიღეს დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა.
ისინი შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე მუშაობის გაგრძელებაზე და ამ საკითხის “დიდი შვიდეულის” შემდეგ სამიტზე განხილვაზე.
მათ მზაობა გამოხატეს მომავალშიც გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით უკრაინული არმიის. ეს უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვითი სიმყარის დაფინანსებას და ინვესტიციებს შეიარაღების წარმოებაში როგორ უკრაინაში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც ერთობლივი პროექტების ფარგლებში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 85
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 84
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის განცხადებას ამერიკული ტელეარხი CNN-ი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში „ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს“. ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის…
- 82
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 78
_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 78
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…