ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას მოგძებნით!“ – აცხადებს ტუსკი.
შეგახსენებთ, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.
წყარო: ipn.ge
ფოტო: ambebi.ge
მსგავსი სტატიები
- 72
15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.… - 71
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 70
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 70აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 69
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…