სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელნწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო – ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა, მისმა მოადგილემ, ცენტრის სერჟანტმა და ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის განყოფილებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებია: საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი; უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის – 1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სტატიები

  • 75
    გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, თვითმმართველობების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.
  • 75
    გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერასაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
  • 75
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 75
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 74
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე.