30 მაისს. ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა გურიის რეგიონალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა „ნონა გაფრინდაშვილის თასი-2025“-ის ფარგლებში მიმდინარეობდა. დებულებით, სკოლის ოთხი წევრისაგან შემდგარი გუნდები დაკომპლექტებულია I-IIკლასის მოსწავლეებისაგან. პირველ ეტაპზე გამოვლინდა გამარჯვებულები მუნიციპალიტეტების დონეზე, ხოლო მეორე ეტაპზე ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. მუნიციპალიტეტების ჩემპიონის რანგში წარმოდგენილნი იყვნენ: სოფ.ჩოჩხათის საჯარო სკოლა, ქ.ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა და ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა. ბავშვებმა თამაშის კარგი უნარები წარმოაჩინეს, თუმცა ბევრს აშკარად ეტყობოდა ზედმეტი დაძაბულობა და ემოციურობა, რაც ალბათ, მისი სკოლის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობდა. ამიტომაც ხშირად დასანანი შეცდომებიც მოსდიოდათ. სწორედ ამას შეიძლება დავუკავშიროთ ოზურგეთელთა საკმაოდ კარგი გუნდის წარუმატებელი შედეგი ჩოხატაურის გუნდთან, რომელიც ჩემპიონატისადმი ფსიქოლოგიურად უფრო მზად აღმოჩნდა.
საბოლაო შედეგებით, ჩემპიონი გახდა და თასი და ოქროს მედლები გადაეცა დ. ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის გუნდს -კაპიტანი მარინა სიხარულიძე.წევრები დემეტრე დოლიძე, გიორგი ბუბუტეიშვილი, ერეკლე კუტუბიძე და დემეტრე ლობჟანიძე. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალოსნები გახდა ქ.ოზურგეთის №1 საჯარო სკოლის გუნდი – კაპიტანი ვლადიმერ გიორგაძე, წევრები: ანდრია ადეიშვილი, ანდრია ბაქანიძე, დავით ადეიშვილი და მაია თავართქილაძე. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები კი ს.ჩოჩხათის საჯარო სკოლას ერგო.კაპიტანი ავთანდილ კილაძე, გუნდის წევრები: გაბრიელ კვაჭაძე.ნიკოლოზ პაიკიძე, დანიელ სამუშია ,ეკა მარშანიშვილი.
ჩემპიონატს ესწრებოდა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამისტროს სპეციალური წარმომადგენლები ნინო გორდეზიანი და ნინო აფციაური, რომლებმაც დადებითად შეაფასა ჩემპიონატის, როგორც ორგანიზაციული მხარე, ისე მონაწილეთა თამაშის დონე. მათვე დააჯილდოვა ნორჩი მოჭადრაკეები, რომლებსაც თასი,შესაბამისი მედლები და სპეციალური დიპლომები გადასცეს. ჩემპიონატის დახურვაზე ითქვა,რომ ქვეყნის თორმეტ რეგიონში გამარჯვებულები, მ.შ. რა თქმა უნდა დ. ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა, შეიკრიბება თბილისში , როგორც „ნონას თასი-2025“-ის, ისე ოლიმპიადაში მაღალი ადგილების მოსაპოვებლად. ეს ღონისძიება გაიმართება 7 ივნისს, თბილისის N!1 კლასიკურ გიმნაზიაში(რუსთაველის პროსპექტზე).
წარმატებას ვუსურვებთ ჩოხატაურელ ბავშვებს და მათ გულშემატკივრებს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე




მსგავსი სტატიები
- 89
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 87
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 87
27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 85
ახლახან დაბა ჩოხატაურში ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაში, რომელშიც ჩოხატაურის, ფოთის, აჭარის ცნობილი ბაზიერები მონაწილეობდნენ. გარდამარჯვებულთა შორის უმეტესად ჩოხატაურელი ბაზიერები იყვნენ და მათვე გადაეცათ დიდი ქართველი ბაზიერის აკაკი ჩხიკვიშვილის სახელობის გარდამავალი თასი „ჩოხატაური.“ დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გუთურელი ვაჩეიშვილების ოჯახის 3 წევრი: ბაბუა გოგი, შვილი ანზორი და შვილიშვილი გიორგი ვაჩეიშვილები. ოზურგეთელ…
- 85
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…