გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კომპანიის დირექტორთან დავით კვინიკაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხემლისხიდი, დვაბზუ და მშვიდობაური, დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რაც 3,800-მდე ბენეფიციარს 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს. აშენდა 92.5 კმ-იანი ქსელი, ორი სათავე ნაგებობა, საქლორატორო, სატუმბი სადგურები და რეზერვუარი.

პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთისა და დაბა ურეკის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია-მშენებლობა. მოეწყობა 75 კმ-იანი ქსელი, ოთხი ჭაბურღილი, სამი რეზერვუარი, საქლორატოროები და აღრიცხვის კვანძები. პროექტი 19,000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს 28.5 კმ-იან ქსელს, ექვს ჭაბურღილს, სატუმბ სადგურსა და რეზერვუარს. 11,000-მდე მოქალაქე მუდმივი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
სამივე პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მათი საერთო ღირებულება 93 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს 7 პროექტი, ჯამურად 117 მილიონი ლარის ღირებულებით.
მსგავსი სტატიები
- 85
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 84
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 79
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესი ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოინახულეს. პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა…
- 78
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 78
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…