საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს სპეციალური დახმარების პროგრამა იმერეთისა და გურიის რეგიონში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარების მიზნით შეიქმნა. _აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში  ივლისის თვიდან  დაიწყება.

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის  სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები;  ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ  ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის  (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი მუშავდება, რომელიც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. კერძოდ, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სტატიები

  • 73
    „სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავი შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული“კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი  „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით,    კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი   გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული  ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის  იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
  • 73
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 71
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
  • 71
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
  • 68
    გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართაგურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.…

არ გამოტოვოთ