დაბა ურეკში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სოსო გაგუას სახელობის შავი ზღვის თასის ტურნირი ფეხბურთში. გათამაშების ფინალში ქობულეთის „ბომბორა“ სამტრედიის „ლოკომოტივს“ შეხვდა. დაძაბულ ბრძოლაში 4:3 „ბომბორამ“ გაიმარჯვა და გამარჯვებულის თასიც აღმართა (მწვრთნელები უჩა მალაზონია, გიორგი ზოიძე). ვერცხლის თასის მფლობელი ბათუმის „პორტუსი“ გახდა.

ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული. არც მაყურებელთა სიმცირეს უჩიოდა. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: დავით ჭაკნელიძე, გოჩა მდინარაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ბიძინა იმნაიშვილი, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა ცნობილი ადამიანები.

სოსო გაგუას დიდი წვლილი მიუძღვის ოზურგეთში ფეხბურთის განვითარების საქმეში. იგი გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი იყო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის მწვრთნელთა სკოლა და იყო ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ „მერცხალის“ მწვრთნელი. 1978-1979 წლებში იყო „მერცხალის“ მწვრთნელი, შემდგომ ლაითურის „გიგანტის“ უფროსი მწვრთნელი.

1986 წელს სოსო გაგუა „მერცხალს“ ჩაუდგა სათავეში და მომდევნო სეზონში პოლიტიკური მოსაზრებების გამო საკავშირო გათამაშებიდან დაქვეითებული „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო შემდეგ წარმატებით გამოდიოდა საკავშირო გათამაშებაში.

სოსო გაგუამ თანამოაზრებთან ერთად შექმნა ბავშვთა საფეხბურთო კლუბი „ბასა“ სადაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღიზარდა.

(ვრცლად, გაზეთ „ალიონის“მომდევნო ნომერში წაიკითხავთ)

 

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 60
    გამარჯვებას იქ, ქვემოთ აღნიშნავენ, ანუ ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია2019 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი, ოზურგეთის, სოფელ ნატანების მკვიდრი თამაზ ბაქანიძე. იგი არა მარტო მთამსვლელი, უძლიერესი მეკლდეურიც იყო. მიხეილ ხერგიანთან ერთად ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაში და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც მიხეილ ხერგიანის თაოსნობით 1965 წელს პირველი ადგილი მოიპოვა იალტაში ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მის ალპინისტურ მოღვაწეობაში მძიმე მოგონებებიც…
  • 59
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 59
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
  • 58
    „მერცხალი“ ისევ მოიყვანს გაზაფხულსგამომცემლობა „მერიდიანმა“ ალექსანდრე ქურდობაძის, ხარიტონ ჩხატარაშვილის, ნუგზარ ასათიანის ავტორობით გამოსცა წიგნი „მერცხალი“ ისევ მოიყვანს გაზაფხულს“. წიგნი შეიცავს უამრავ საარქივო მასალას, საგაზეთო სტატიებს, პროგრამებს, ცხრილებს და სხვა სპორტულ მასალებს. წიგნს თან ერთვის მნიშვნელოვანი ფოტომასალაც. წიგნი ოზურგეთის ფეხბურთის 100 წლისთავს მიეძღვნა. ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიის შექმნის შესახებ ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი გვესაუბრა: _ოზურგეთის „მერცხალს“…