საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლით „მსხვერპლნი“ გაიხსნა, რომლის რეჟისორია გიორგი კაშია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა დუმბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, გურიის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ფესტივალის სპონსორები, უცხოელი სტუმრები და თეატრის სფეროს წარმომადგენლები.
ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფესტივალის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ასევე სპონსორებსა და პარტნიორებს. მან განსაკუთრებულად აღნიშნა საიუბილეო წლის მნიშვნელობა და ის კულტურული ღირებულება, რომელსაც ფესტივალი ატარებს.
სპექტაკლი „მსხვერპლნი“, რომელიც დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის დადგმული, ასახავს სოციალურად მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახის დრამატულ ისტორიას. მთავარი გმირები, მარინე და ნიკა, იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ ოჯახების შეთანხმების საფუძველზე, რაც საბოლოოდ ტრაგიკულად სრულდება. მათი პირადი სურვილები და საზოგადოებრივი მოლოდინები მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც სიუჟეტის ძირითად კონფლიქტს ქმნის.
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
ფეფენა – მანანა აბრამიშვილი, ნიკა – ბუკა თოლორდავა, მარინე – მარიტა მესხორაძე, ონისიმე – დავით კვირცხალია, სოფიო – ნინო არსენიშვილი, მარკოზა – ირაკლი მაჭარაშვილი, ესმა – ნანა ლორთქიფანიძე, ვასილი –მიხეილ არჩვაძე, დავით კარუგდელაძე – ედმონდ მინაშვილი, ნატალია – რუსუდან მაყაშვილი, ელისაბედი – მანანა გამცემლიძე.
სპექტაკლს გადაეცა ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალის სპეციალური სიმბოლო, დიპლომი და ფესტივალის ტრადიციული სასაჩუქრე ხურჯინი.
ფესტივალის ჟიური დაკომპლექტებულია საერთაშორისო წარმომადგენლობით. დაწესებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნომინაცია: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია, ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაცია, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო ქალი მსახიობი, საუკეთესო კაცი მსახიობი და გრან-პრი – „საუკეთესო სპექტაკლი“. გრან-პრის გამარჯვებული 10 000 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს, რომელიც დაწესებულია ფესტივალის ოქროს სპონსორის – „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ – მიერ.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური და თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციას, პროზაული ნაწარმოებების თეატრალიზებული ინტერპრეტაციის ტრადიციის განვითარებას, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების წარდგენას ახალ თაობებთან და თეატრალური ხელოვნების გაძლიერებას რეგიონში. ფესტივალი ასევე ცდილობს კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და გურიაში თეატრალური ტრადიციების გამდიდრებას.
ფესტივალის დამფუზნებლები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიები.

მსგავსი სტატიები

  • 84
    ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.2025 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს საიუბილეოა და აღინიშნება დაარსებიდან 10 წელი. _ ამის შესახებ დღეს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა; _ წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის…
  • 81
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 79
    „ნაის“ გასვლითი კონცერტი _ოზურგეთშიაჭარა და გურია – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ამ ორი რეგიონის ურთიერთობას გამორჩეული ადგილი უჭირავს. ქვეყნის ბედუკუღმართობის წლებმა მრავალი საინტერესო ფაქტი და მოვლენა შემოგვინახა. გამუსლიმანებას გაქცეულმა აჭარლებმა გურიას შეაფარეს თავი. ოსმალების მიერ დაქცეულ-დანგრეული მართლმადიდებლური სამლოცველოდან გადამალული სიწმინდეები ჭვანის ხეობელმა მღვდელმა ზაქარია ქათამაძემ აჭარა-გურიის ქედის გადავლით შემოქმედში ჩაიტანა და დაასვენა. სამი საუკუნის…
  • 78
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 78
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…