დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ, რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, „რითეილ“, სასტუმრო და სარესტორნო სფეროებიდან.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიების HR მენეჯერებისაგან, აქტიური ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
ფორუმის პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, მსჯავრდებულების მიერ შექმნილი სუვენირებიც იყო წარმოდგენილი.
დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მიხეილ სარჯველაძემ, ოზურგეთში, სახელმწიფო კოლეჯი „ჰორიზონტიც” მოინახულა და ადგილზე გაეცნო სააგენტოს მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი პროფესიული კურსების სასწავლო პროცესს.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობით გაიმართა.

მსგავსი სტატიები
- 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 67
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 67
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე. - 67
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, თვითმმართველობების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ. - 66
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი…