დღეს წმიდა ფილიმონ მგალობელის, ერისათვის თავდადებული _ ქართული გალობის გადარჩენისთვის, ამ სახელით შეირაცხა წმინდანად ფილიმონ ქორიძე. Დღეს მისი ხსენების დღეა.

ოზურგეთის საკათედრო ტაძარში წმინდა ფილიმონ მგალობელის მოსახსენიებლად აღევლინა წირვა. საღმრთო ლიტურღიაში მონაწილეობდნენ მგალობლები  ოზურგეთიდან, თბილისიდან, რაჭიდან, გურჯაანიდან.

შემდეგ „ჭადრების ბაღში“ ფილიმონ ქორიძის ძეგლთან სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა მამა იოსებმა (ნაკაიძე), სადაც  ასევე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის აღზრდილები, მოხალისეები  ასრულებდნენ საგალობლებს.

როგორც ფილიმონ ქორიძის შთამომავალმა, ქალბატონმა  ნინო ზაქარიაძემ აღნიშნა, იგი ყოველთვის ჩამოდის ოზურგეთში ფილიმონ ქორიძის ხსენების დღეს. მისი თქმით, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის და მისი ფილიალების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის იდენტობის შენარჩუნებისთვის.

მსგავსი სტატიები

  • 83
    „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…
  • 80
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…
  • 80
    ანსამბლ „მეგობრობის“ვარსკვლავი გაიხსნებასაქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის რეკომენდაციით ანსამბლ „მეგობრობას“ ვარსკვლავი გაიხსნება.
  • 79
    „იფიგენია ავლისში“ ზუგდიდის თეატრის სცენაზეოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების კოპროდუქცია, ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“ პრემიერა ზუგდიდის თეატრში გაიმართა, (რეჟისორი – გიორგი კაშია). ეს არის ქალის ისტორია, რომელმაც მსხვერპლის მდგომარეობიდან დამოუკიდებელ და ძლიერ სუბიექტად გარდასახვის გზა გაიარა. ევრიპიდეს ეს პიესა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია – რადგან დევნილობის, იდენტობის, ძალაუფლების, ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლისა და პიროვნული არჩევანის თემებს ეხება.…
  • 79
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…