ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან.

სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი – ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი, ირაკლი _გიორგი დოლიძე, რუსკა _ შორენა სიხარულიძე, მარინა _ თეა კეჭაყმაძე, ბადრი _გენადი ნიკოლაიშვილი, პაატა _ზვიად ჯორბენაძე, მილენა _ანი გოდერძიშვილი, ჯენარი _ჩონჩხი.

 

სიუჟეტურად ასე ვითარდება  მოქმედება. სპექტაკლში  ერთ, თითქოსდა ჩვეულებრივ ოჯახს სტუმრობს  მაყურებელი სოფლად, რომლის ერთ-ერთი წევრი უცხოეთშია (იტალია) წასული სამუშაოდ.  მძიმეა ემიგრანტი ქალის  ცხოვრება. სამაგიეროდ ადვილია მისი ოჯახის წევრებისთვის.  მდიდრული ცხოვრება  მისი გამოგზავნილი ფულით.  მოჩვენებითი სიმდიდრე, ვალით შეძენილი მიწები. ასე ნაწილდება ოჯახის წევრთა საფიქრალი , მისია და ვალდებულებები: ახალგაზრდა ქალისთვის (ემიგრანტის რძალი), ძვირადღირებული სუნამოები, ტანსაცმელები, მოსამსახურეებით გარემოცული  ფუქსავატი ცხოვრება. შვილისთვის სოფლის დეპუტატობა გამხდარა სამიზნედ . არჩევნებისთვის სამზადისი და ხმებზე ნადირობა. მეუღლე ჩართული თითქოსდა სოფლის ყოფით ცხოვრებასა და მეურნეობაში, ოჯახის მეზობლად მცხოვრებ მოსამსახურე ქალთან აბამს რომანს. მოსამსახურე კი, ემიგრანტის  ე.წ. „მეგობარი“, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალი ოჯახს არ დაუბრუნდეს და დაბრუნების შემთხვევაში, მიუღებელი გახდეს  მათთვის. „რა დროს ჩამოსვლა იყო“ ;  „ვინ მომცემს მე ხმას“; ან „დეპუტატობა იმისთვის მინდა, ვინმემ თითი რომ არ მიქნიოს“;  მიზანი მიღწეულია.  მთავარია გამოგზავნილი ფული და არა უახლოეს ადამიანთან შეხვედრა. აქ არვინ რჩება მოგებული. ემიგრანტი ისევ თავის მძიმე და უფერულ ცხოვრებას უბრუნდება. უსაფუძვლოდ  განდიდებული ადამიანები, არშემდგარი ოჯახის პერსონაჟებად რჩებიან.

ყოფითი ტრაგიკული ელემენტები კომედიური ფრაგმენტებით.  ტრაგიკული იმდენად, რამდენადაც აქ გადმოცემული ადამიანთა სულმდაბლობა, ღალატი, ცილისწამება ჭორი, უმადურობა – ტკივილად ქცეულა,  მაშინ, როცა ცხოვრება სულ სხვაგვარი  ღირებულებითაა შესავსები. კომიკურია იმდენად, რამდენადაც ოზურგეთელი მსახიობები, საოცარი ოსტატობით ასახიერებენ თავიანთ უსუსურ პერსონაჟებს და კომედიურ ჟანრში აჰყავთ ისინი.

 

საინტერესოა ეკრანიზებული ჩართვები, ცალკეული ეპიზოდური კადრებისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, თუ უცხოეთიდან, რომლებიც კარგად გამოხატავენ მოქმედებისა  და შინაარსის  ერთობლიობას.

„ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ და შევიყვაროთ“ …ამ ფრაზას უტოვებს საფიქრალად , სპექტაკლის მესვეურები  მაყურებელს, რადგან არის მსგავსი და განსხვავებული ისტორიები და ამ ისტორიებიდან არეკლილი საფრთხე გაუცხოებისა, რომელსაც ადვილად შეიძლება მოერიოს სხვა არასწორი და არამართებული. საფრთზე, რომელიც ხშირად, თავისი მძიმე შედეგებით,  მუქ შტრიხებს ავლებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს.

მსგავსი სტატიები

  • 94
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 89
    ანსამბლ „მეგობრობის“ვარსკვლავი გაიხსნებასაქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის რეკომენდაციით ანსამბლ „მეგობრობას“ ვარსკვლავი გაიხსნება.
  • 74
    ცნობილი მსახიობი ომარ ურუშაძე 80 წლისააგურიის კოლორიტი, ცნობილი მსახიობი, ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ომარ (ომისხანა) ურუშაძე 80 წლისაა. ომარ ურუშაძეს მაყურებელი  იცნობს, როგორც კომედიური ჟანრის შესანიშნავ  მსახიობს, თუმცა მას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე სხვა ჟანრშიც არაერთი როლი აქვს შესრულებული. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებული ალბათ  მაინც ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებია. ვუსურვებთ წარმატებას, ბედნიერებას  თავის საყვარელ ოჯახში,…
  • 72
    გიორგი დოლიძეს გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია მიენიჭაშემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის როლის შესრულებისათვის, გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია მსახიობ გიორგი დოლიძეს მიენიჭა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ულოცავს მას დამსახურებულ აღიარებას.  მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია ,,ექვთიმე"- ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც წმიდა ექვთიმეს შესახებ მნიშვნელოვან მოვლენებს აცოცხლებს, მათ შორის მოგონებები ,, საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში". ოზურგეთის თეატრი პირველი…
  • 70
    „მებადური და ოქროს თევზი“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლის, ,,მებადური და ოქროს თევზი“ პრემიერა შედგა. ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოები მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებით - ,, ხარბი და ბოროტი ვერაფერს მოიგებს, ყველაფერს დაკარგავს, ცხოვრებას მოილევს, ბოლოს კი ინანებს". ალექსანდრე პუშკინისა და ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი…