გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.
შეხვედრაზე, გურიაში კულტურის სფეროს განვითარების კუთხით არსებულ ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეგიონების კულტურული პოტენციალის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.
მსგავსი სტატიები
- 78
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 77
- 77
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი.
- 77
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, როგორ გაძლიერდეს კოორდინაცია და უწყებათშორისი თანამშრომლობა. გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ერთიანი მუშაობის ფორმატი აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და მოსახლეობის ინტერესებზე სწრაფი რეაგირებისთვის.
- 76