ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებლის წინაშე სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული პროგრამით წარდგა.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და მიწვეული სტუმრები.
მსგავსი სტატიები
- 73
- 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთის ჭადრების პარკში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნასა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „დიდგორი… - 69
- 67
ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ღონოსძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მულტისპორტულ შეჯიბრებაში რომელიც 14-17 წლის ახალგაზრდებს შორის იმართება, გურიის რეგიონი 67 მონაწილით სპორტის 12 სახეობაშია წარმოდგენილი. ილი. - 67
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ფოლკლორისტის, გურული საგალობლების მკვლევრისა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

