საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის შეხვედრები განახლდა.
მე-16 ტურში ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ მეხუთე ადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
„ბახმაროს“ 8 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ადგილოსანმა ხობის „კოლხეთმა“ გასვლით მატჩში „ბორჯომს“ 0:1 მოუგო და ახლა 6 ქულა აქვს.
სამწუხაროდ, მე-4 ლიგის მატჩში გათამაშების ლიდერმა ლანჩხუთის „გურიამ“ ფოთში „კოლხეთი 2“_თან წააგო შეხვედრა 2:3 და მას „იბერია 2010“ დაეწია. მართალია ორთავე გუნს თანაბარი ქულები აქვს, მაგრამ სხვა მაჩვენებლით გათამაშების ცხრილს „იბერია 2010“ ჩაუდგა სათავეში.
„მერცხალი“ კვლავ დამარცხდა. ამჯერად შინ, არცთუ ისე ძლიერ გუნდთან_ წალენჯიხის „სქურთან.“ 1:3.
თუკი გუნდის მესვეურებმა დროულად არ მიიღეს სატანადო ზომები, ასეთი თამაშით მალე „მერცხალი“სახიფათო ზონაში აღმოჩნდება. ამჯერად იგი18 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურის მატჩები:
27 აგვისტო: „ბახმარო“_ „კოლხეთი“(ხობი);
28 აგვისტო : „გურია“_„ივერია“;
„ზანა“_„მერცხალი“.
მსგავსი სტატიები
- 74
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში 3/4 ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. მეორე წრის პირველ მატჩში ლანჩხუთის „გურიამ“ გაიმარჯვა. მან ვიტ ჯორჯია 1:0 დაამარცხა. „გურიას“ (10 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 31:9) 33 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში და ერთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ალგეთს.“ ოზურგეთის „მერცხალი“ წყალტუბოში „სამგურალს“ შეხვდა…
- 72
საქართველოს პირველობაზე ფეხხბურთში (მე-3 ლიგა) ჩოხატაურის „ბახმარო“ 22-ე ტურის მატჩში „გარდაბანს“ უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს „ბახმარო“ თბილისში „ლოკომოტივ _2“-ს შეხვდა. მატჩი ფრედ _0:0 დასრულდა. „ბახმაროს“ 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა _მე-15 ადგილზე იმყოფება. ამდენივე აქვს ხობის „კოლხეთს“, რომელმაც ამ ტურში შინ „ვიტ ჯორჯიასთან“ ფრედ _2:2 ითამაშა.
- 72
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 71
არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 71საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის წარმომადგენელი გურიიდან ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ შეხვდა თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს და დამარცხდა ):1. მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურია“ შინ გათამაშების ლიდერს „იბერია2010“ შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა., ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „გაგრა 2“-ს 1: 1 დაუზავდა. „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება; ბ/შ 6:9) 7 ქულა…