აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი ხვალ, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
„აშშ-თან ერთად, ევროკავშირი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს, რომელიც უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე.
ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 15:00 საათი) დაიწყება.
მსგავსი სტატიები
- 75
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 74აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 72
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 70
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 70
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას - შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.…