რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.

ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელში იუწყება.

„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ყველა არსებული ძალისა და რესურსის მობილიზება მოახდინა. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები კი მაღალი დონის მზადყოფნაში გადავიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ მიღებული ზომების მიზანი პოლონეთის ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში 12 ადამიანი დაშავდა.

ხოლო 20 აგვისტოს, ღამით პოლონეთის აღმოსავლეთით, სოფელ ოსინიშის ახლოს, ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მოხდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს.

მსგავსი სტატიები

  • 68
    პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა - რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრარუსეთის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების „მი-8” ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 11:08 საათზე ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით შეიჭრა. „ვერტმფრენი ფრენას ახორციელებდა კალინინგრადის ოლქიდან. მან პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მასში, მაქსიმუმ, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა…
  • 65
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 64
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 63
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 63
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…