საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება.
პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
„ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით, რაც ამ რეგიონს – გურიას ახასიათებს. გურია ყოველ ჯერზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განსაკუთრებული ბუნებით, მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ხალხია, რომელიც ამ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობს. ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს გურია, ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ გურულები და გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ ამ რეგიონისთვის. მართლაც საოცარი, არაჩვეულებრივად თბილი ხალხია გურულები. მათ განსაკუთრებულად იციან სამშობლოს ფასი, სიკეთის ფასი და მინდა, ყველა გურულს მივულოცო კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად დღევანდელი დღე,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოსახლეობას ფერისცვალების და ბახმარობის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.
ბახმარობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.
არნისნულ ინფორმაციას საქარტველოს მთავრობა აცრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 99
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
- 96
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…
- 94
ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 94
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 94
ირაკლი პაპავა: საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center წარმომადგენელი გურიის რეგიონში: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 1 ივლისიდან ოფიციალურად უქმდება ამავე სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული უწყება, 2005 წლიდან მოყოლებული, უკვე ოცი წელია არსებობს…