ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც შსს აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მსგავსი სტატიები
- 76
მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული…
- 74
- 73
ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სამების ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცავია_ გიორგი ხაჯიბეგოვი სოფელ ვან ზომლეთიდან. ასევე დაღუპულია გოგა მეფარიშვილი (სოფელი გორა), თომა ჟღენტი. შემთხვევა დღეს მოხდა. 2 დაშავებული, ჩოხატაურში ჯანმრთელობის სახლ „გურიაშია“ გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
- 71
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…
- 70