_წარმოშობით რაჭიდან ვართ. გვარი ფოფხაძე იქედან მოდის.ბაბუა მყავდა რაჭიდან: ბარეული, ბუგეული, გორისუბანი, ღადიში, ხონჭორი _ეს გახლდათ რაჭაში ჩვენი გვარის გავრცელების არეალი. მამაჩემი და ბიძა ხარაზები იყვნენ. რანტით კერავდნენ. მამა 1995 წელს გარდაიცვალა, 61 წლის იქნებოდა. მე ბაღნობიდან ხარაზობას მივდევ. დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ცნობილი ხარაზი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთიდან ტარიელ ფოფხაძე.

ჩვენი შეხვედრის მიზეზი მის მიერ ჩვენი მეგობარისთვის, მაკვანეთელი კოლორიტი კაცისთვის, ილია თოიძისათვის საგანგებოდ შეკერილი „ცარსკები“ გახლდათ. წარსულში ცნობილ სპორტსმენ ბიძინა გობრონიძესთან ერთად მოხდა ჯურუყვეთში ტარიელის ნამუშევრის შეფასება.

ტყავისაგან შეკერილი „ცარსკები“ მართლაც კარგი გამოსვლოდა და ამიტომ ხარაზის საქმიანობის შესახებ ვისაუბრეთ.

_ლელობურთით დავიწყოთ. გადმოცემით „ხასანბეგურა“ და ლელობურთის თამაში გურიაში აზნაურ ერასტო ჭყონიას მიერ შუხუთთან ბრძოლის დროს ხასან ბეგ თავდგირისათვის ხმლის ერთი მოქნევით თავის მოკვეთას უკავშირდება. ლელოს თამაშის ტრადიციაც ამჟამადაც შუხუთს შემორჩა, სადაც ყოველწლიურად, აღდგომა დღეს იმართება ლელოს თამაში. ადრე ლელოს მატყლით დატენილი ბურთით თამაშობდნენ. ახლა ზემო და ქვემო შუხუთელები ერთფუთიანი  ბურთით ეჯიბრებიან ერთმანეთს.

არ ვიცი, რამდენი წელი თამაშობდნენ გურულები ლელობურთს, მაგრამ გასული საუკუნის ბოლოს ქვეყენაში მიმდინარე პროცესების დაძლევის შემდეგ,ლელობურთში შეჯიბრება 2000 წელს აღდგა და ყოველწლიურად ბურთს მე ვკერავდი.კარგი გამომდიოდა. დაახლოებით 10 წლის წინ „გადაიბარეს“ და ლევან ვასაძის (ცნობილი ბიზნესმენი, ჩოხოსანი) ფირმა ამზადებს ამჟამად ლელოს ბურთს. ალბათ გულიც დამწყდა, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა ჩემთან გარკვეული კონსულტაციებიც გაიარეს…

ადრე ხარაზები ბევრს სოფელს ჰყავდა. გარდა ჩექმა-ქალამანისა, ისინი კერავდნენ უნაგირს,ლაგამს, აღვირს, მათრახს,უზანგებს. მახსოვს, რამდენი ცხენოსანი მოდიოდა მამაჩემთან და ბიძაჩემთან შეკვეთებისთვის.

რა თქმა უნდა დღეს ცხენიც ნაკლებია და უნაგირის შეკერვის მსურველიც, მაგრამ შეკვეთები გვაქვს, ახლახან სამი უნაგირი დავუმზადე ერთ-ერთ ჩხოროწყუელს.ქუთაისიდანაც მქონდა შეკვეთა, აჭარიდანაც მაკითხავენ, ჩოხატაურიდანაც მოდიან…

უნაგირის დამზადებას დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს. იგი ერთნაირად კომფორტული უნდა იყოს როგორც ადამიანისთვის, ისე ცხენისთვის.არასდროს არ მქონია ჩემს მიერ შეკერილ უნაგირზე შენიშვნა. ასევე პასუხისმგებლობით უნდა დამზადდეს ცხენის სხვა მოკაზმულობა. მაგალითად, მათრახი თხელი უნდა იყოს. ახლაც რამდენიმე მათრახის დამზადებაზე მაქვს შეკვეთა.საკმაოდ შრომას მოითხოვს კარგი ელასტიკური მათრახის დამზადება.

43 წელია რაც ხარაზობას მივდევ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ლანჩხუთში, საყოფაცხოვრებოს მომსახურების სისტემაში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. შემიკერავს უამრავი ჩექმა,აზიაცკები,  ქალამანი, მესტი, ჩუსტი…მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები „ცარსკების“კერვას. წარმოიდგინე, მოდის ულვაშიანი ახოვანი მამაკაცი, გასული საუკუნის 10-იანი წლების ჩაცმულობით, თავზე ყაბალახი ახურავს და ხედავ, მხოლოდ ჩემს მიერ შეკერილი „ცარსკები“ სჭირდება ამ სილამაზის ბოლომდე აღთქმას. ამიტომაც შევუკერე ბატონ ილია თოიძეს ასე საგულდაგულოდ „ცარსკები“და ვფიქრობ ერთხანს ჩემთვის საყვარელი საქმის გაგრძელებას შევძლებ. _გვითხრა  ტარიელ ფოფხაძემ.

ლამაზი ოჯახი აქვს სოფელ ჯურუყვეთში ტარიელ ფოფხაძეს. „მობრძანდის“ მთქმელი  მეუღლე _ წარმოშობით ფოთიდან, ნინო სიჭინავა. შესანიშნავი შვილები: მედეა, ქრისტინე, ტარიელი…

ეზოს რომ მიუახლოვდები თავდაპირველად საუკუნოვანი მუხა შემოგებება, ნიშნად იმისა, რომ აქ წარსული ცოცხლობს და ქართულ ტრადიციებს უფრთხილდებიან..

ნუგზარ ასათიანი

გაზეთი „ალიონი“, 7 აგვისტო, 2025 წ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 86
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 83
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 82
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 82
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…

არ გამოტოვოთ