საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის ბოლო ტურებში წარუმატებლად გამოდის ოზურგეთის „მერცხალი“, რომელიც თანდათან კარგავს პოზიციებს და რეგიონლიგაში დაბრუნების წინაშე დგას.
დღეს, მან საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ამ ტურში მისმა უშუალო კონკურენტმა „ზესტაფონმა“ სტუმრად „გაგრა 2“ 0:1 დაამარცხა და „მერცხალს“ გათამაშების ცხრილში გადაასწრო. ქულა მოიპოვა კიდევ ერთმა კონკურენტმა აბაშის „ზანამ“, რომელმაც შინ ფრედ 1:1 ითამაშა „სამგურალი 2“-თან. ასევე ვანის „სულორმა“, რომელმაც სტუმრად ქულა აიღო წალენჯიხაში „სქურთან“ (2:2)
„მერცხალს“25 ტურის შემდეგ (6 მოგება, 9 ფრე, 10 წაგება, ბ/შ40:56) 27 ქულა აქვს და კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად სახიფათო ზონაში მე-13 ადგილზეა.
რაც შეეხება „გურიას,“ მან ამ წუთებში დაასრულა სტუმრად მატჩი „ალგეთთან“ და ბოლო წუთებში გატანილი გოლით (1:0) 3 ქულა მოიპოვა.
„გურიას“ამჟამად 48 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.
მსგავსი სტატიები
- 77
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიას“ მე-20 ტურში სტუმრად მეტად პრინციპული შეხვედრა ჰქონდა თბილისის „იბერია 2010“-თან. მასპინძლებმა შეძლეს გურულების დამარცხება 2:0 და 43 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. „გურიას“ კიდევ ერთი კონკურენტი „ივერია“წამოეწია, რომელმაც შინ „სქური“ 2:1 დაამარცხა. „იბერია 2010“ 43 ქულა აქვს, „ივერიას“ 41 ქულა და… - 77
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „მერცხალი“ სტუმრად „სამცხეს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. იგივე ბედი ეწია ჩოხატაურის „ბახმაროს“, რომელიც შინ „ალგეთთან“ 0:5 წააგო. 8 ტურის შემდეგ „მერცხალი“ (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 12:11) 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება „ბახმაროს“… - 75არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 74
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩში ოზურგეთის „მერცხალმა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალ 2“ -ს უმასპინძლა. დაძაბული ბრძოლა უგოლოდ დასრულდა და „მერცხალმა“ მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო. 7 ტურის შემდეგ „მერცხალს“ 14 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის, გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. გათამაშებას არაგველები ლიდერობენ, რომელმაც შინ „ტორპედო 2“… - 74
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-4 ლიგა) ლანჩხუთიის „გურიამ“ სტუმრად „მაჭახელა“ 0:6 დაამარცხა. ოზურგეთის „მერცხალმა“ კი შინ მიიღო „მერანი-მრეტები“. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 10:1) „გურიას“ 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. „მერცხალს“ კი _ (1 მოგება, 1 ფრე, 2…