ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები.
.ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა.
ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გურამ გოლიაძე.
ბექა ჩხიკვიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა. სოფო რამიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის იურისტი იყო, ხოლო გურამ გოლიაძე კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობდა.
მსგავსი სტატიები
- 73
- 69
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 69
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)… - 67
გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ახალი მერები წარადგინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მინდია ჟღერია უხელმძღვანელებს. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ახალ ხელმძღვანელებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანი მუშაობა უმნიშვნელოვანესია რეგიონის განვითარებისათვის და გუნდის თითოეული წევრი სწორედ ამ მიზნისკენ უნდა იყოს…

