ავტორები: მანანა ლომაძე,ნათია კალანდაძე, ლევან ძნელაძე.

ნიკო მარმა 1922 წლის მაისში საზოგადოების წინაშე პარიზში წაიკითხა ნაშრომი -,, ქართველი ერის კულტურული შუბლი ენათმეცნიერების მიხედვით”, აგრეთვე სომხურ თემაზე გამოვიდა ლექციით არმენოლოგიის საკითხებზე; ფრანგულ ენაზე ზოგადიენათმეცნიერების საკითხებზე მას გამოსვლები ჰქონდა ბონსა და ლაიფციგში. იგი 1923წელსაც გამოსულა ლექციებით გერმანულ ენაზე. რა თქმა უნდა მას რუსულ ენაზეც უხდებოდა გამოსვლები.

ამ ლექციებს სპეციალისტების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნების სამშობლოს მონატრებული ემიგრანტებიც. ისინი მარს შეკითხვებს (ზოგჯერ თავიანთ ენაზეც) აძლევდნენ. ლექტორი მათ მშობლიურ  ენაზე (ქართველებს _ ქართულად, სომხებს _ სომხურად და ა. შ.) პასუხობდა.

ერთ მშვენიერ დღეს თურმე დიდი ცნობილი პოლიგლოტი ა. მეიეტ გამოვიდა. ლექციებით ფრანგმა ენათმეცნიერმა თურმე გრამატიკულად მართლაც ბევრი ენა იცოდა.

იმ დღეს წაიკითხა ლექცია არმენოლოგიის საკითხებზზე და მასაც მისცეს თურმე შეკითხვები სომხურ ენაზე, მაგრამ პასუხი ფრანგულად მიიღეს. დამსწრეთ გაჰკვირვებიათ და უთქვამთ: სომხური გრამატიკა იცის, თორემ ლაპარაკი არ შეუძლიაო, აი მარი ყოფილა პირველი ენათმეცნიერი მსოფლიოში.

პროფესორი ალექსანდრე ღლონტი იხსენებდა: 1931 წელს ბატონი ნიკო მარი თბილისში იმყოფებოდა. ჩვენ ნიკო მარის სახელობის იაფეტოლოგისრი წრის წევრებმა, გადავწყვიტეთ ნიკო  მარის მოწვევა. ეს მოწვევა ძალიან ესიამოვნა და მეორე დღეს გვეწვია აღნიშნული წრის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. სხდომას დიდძალი ხალხი დაესწრო, მას მე ვუძღვებოდი; როდესაც აუდიტორიას დიდი მეცნიერი წარვუდგინე, მას ფეხზე აღდგომით შეხვდნენ. მეცნიერს სიტყვით მიმართა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა კორნელი კეკელიძემ. დაუვიწყარი იყო ნიკო მარის გამოსვლა. ლაპარაკობდა ქართულად, გურული აქცენტით. წრის საქმიანობა და ჩემი მოხსენება მოიწონა, ვრცლად შეჩერდა იაფეტური თეორიის ახალ მიღწევებზე.

ერთხელ თბილისში ჩამოვიდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია, რომელიც ამიერკავკასიის მთავრობასთან ერთად იხილავდა აქ აკადემიის ფილიალის გახსნის საკითხს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნ. მარი, მუდმივი მდივანი აკადემიკოსი ვ. ვოლგინი და აკადემიკოსი წევრ კორესპონდენტი, პროფესორი  ბუში. გადაწყდა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის დაარსება და მისი ხელმძღვანელობა ნიკო მარს დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის მთავრობამ გამართა დიდი დარბაზობა, რომელსაც ესწრებოდა ახალგაზრდა ალექსანდრე ღლონტიც, როგორ სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე. დარბაზობას ესწრებოდა მეცნიერები, საქართველოს და ამიერკავკასიის მთავრობის წევრები, პარტიული მუშაკები. საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელნი. სასტუმრო ,,ორიენტის” დიდი სააქციო დარბაზი ხალხით იყო გაჭედილი. თამადობდა ნიკო მარი, რომელაც გონებამახვილობით, საოცარი ხალხური იუმორით, სხვადასხვა ენაზე საუბრით ყველა გააოცა. ლაპარაკობდა რუსულად, ქართულად, სომხურად, თურქულად, აზერბაიჯანილად, აფხაზურად, სვანურად, ლაზურად, მეგრულად, გერმანულად, ფრანგულად, ინგლისურად, ბასკურად, თანაც ამ ენებით საუბარში ურთავდა ხოლმე ცოცხალ ხალხურ ანდაზებს, ფრთიან სიტყვებსა და აფორიზმებს რაც  დარბაზის მონაწილეთა აღტაცებას იწვევდა.

ალექსანდრე ღლონტი იგონებს, 1933 წლის ზაფხულზე თბილისიდან პეტერბურგში გასამგზავრებლად ვემზადებოდი. მარტო ვიყავი…ნიკო მარი იმ დღეებში მეუღლითურთ თბილისს დაბრუნდა, აბასთუმანში რამდენიმე დღე დაჰყო შვილთან იურისთან, რომელიც იქ მკურნალობდა. ნიკო მარი გაჩერდა კავკასიის ისტორიიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დირექტორადაც დაარსების დღიდან მუშაობდა, ინსტიტუტი ლერმონტოვის ქუჩის ერთ ძველ შენობაში იყო განლაგებული. მაშინვე მოვინახულე მოძღვარი. მითხრა სამივე ასპირანტი პეტერბურგში უნდა წახვიდეთ, თავად კი პეტერბურგს დაბრუნებაზე ეჭვი გამოთქვა, იურის მეტი ყურადღება სჭირდება. თანაც აღარ მინდა რუსეთში ყოფნა, მსურს სამშობლოში დავრჩეო, თუმცა მაშინ საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი ენისა და აზროვნების ინსტიტუტის დირექტორი, კულტურის, ისტორიის სახელმწიფო აკადემიის პრეზიდენტი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების კათედრის გამგეც იყო, ამასთან არჩეული იყო საკავშირო ცაკის წევრადაც. ასე რომ, სამეცნიერო-სასწავლო და საზოგადოებრივ-საორგანიზაციო საქმეებით იყო დატვირთული. ერთ დღეს, რომელიღაც გაზეთში ამოვიკითხე – დღეს 12 საათზე საქართველოს კომპარტიის კომიტეტში კ.ორაგველიძესთან დანიშნული იყო თათბირი, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ: აკად. მარი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ს. ჯანაშია, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია, დ. კარბელაშვილი, ასპირანტი ალ.ღლონტი და სხვები. 11 საათზე მივაკითხე მოძღვარს და შევახსენე ეს თათბირი, საშინლად გაუკვირდა, კიდეც ეწყინა, ეს ჩემთან არავის შეუთანხმებიაო.

ალბათ ვიღაცას ჩემი გალანძღვა უნდაო, მე ცენტრალური კომიტეტის მდივანს ლავრენტი  ბერიას იისებ სტალინთან შეხვედრის მოწყობა ვთხოვე, ამათ ეს რა თათბირი დაუნიშნავთ, არ დავესწრებიო! მთხოვა, როგორმე კ. ორაგველიძესთან დამაკავშირეო, კ.ორაგველიძის ტელეფონის ნომერი ადვილად გავიგე, მაშინვე დავურეკე, ბედად კაბინეტში აღმოჩნდა, თქვენ დაგელაპარაკებათ აკადემიკოსი ნ. მარი – მეთქი და ყურმილი ბატონი ნიკო მარს გადავეცი. იგი ძალიან აღელვებული იყო: – ამხანაგო ორაგველიძე, ეს თათბირი წინასწარ ჩემთვის არავის შეუთანხმებია. რა მიზანი აქვს არ ვიცი, მასეთ თათბირებს არ დავესწრები, არ მივალ, სულ წავალ საქართველოდანო – გაბრაზებით მიახალა, ყურმილი ბერკეტზე დადო და მითხრა, წარმოიდგინეთ, ეს რასა ჰგავს, რა თათბირებს აწყობენ, მე მათ სხვა რამე ვთხოვე, ესენი კი თათბირებს მიმართავენ. ამ დროს უცებ მოგრიალდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა კ.ორაგველიძეს მოადგილე ა. ბრეგვაძე, ნ. მარის კაბინეტში შემოვიდა და უხუშად მკითხა: სად არის აკადემიკოსი? და დაუკითხავად შევარდა მეორე ოთახში, საიდანაც მესმოდა მათი ხმამაღალი ლაპარაკი, არა არავითარ შემთხვევაში ისეთ თათბირს რომლის მიზანი ჩემთვის უცნობია, არ დავესწრებიო ბრეგვაძე გაწბილებული გამოვიდა და კარები გამოიჯახუნა. თათბირი ჩაიშალა.

რამდენიმე წუთში ნიკო მარი გამოვიდა ოთახიდან, სრულიად დამშვიდებული და მითხრა _ წარმოიდგინეთ რა მოხდა, ბაკურიანიდან/თბილისში ჩამოვედი საქართველოში დარჩენას, იურისათვის ყურის გდებისთვის, ესენი რას მიწყობენ, ალბათ ჩემი გალანძღვა უნდათ, დღესვე პეტერბურგს ვბრუნდები, როგორმე საღამოს მატარებელზე ორი ბილეთი მიშოვნე. ალექსანდრე ღლონტმა დავალება სწრაფად შეასრულა. ა.ღლონტმა და პროფესორ გ. პანიკინმა, მისმა მოადგილემ ინსტიტუტში გააგზავნეს ბატონი ნიკო. ეს იყო ნ. მარის სამშენებლო ბოლო ყოფნა, საოცარი ტემპერამენტის, აზროვნების გოლიათი, ცოდნის უშიშარი რაინდი ასე შეწუხებული, დაღონებული თითქმის ცრემლმორეული წავიდა საქართველოდან. შეურაცხყოფილმა ჩემმა დიდმა მოძღვარმა საქართველო დატოვა.

ალექსანდრე ღლონტი იხსენებს – პეტერბურგიდან ცნობა მოვიდა, რომ ნ. მარს ენისა და აზროვნების ინსტიტუტში მოხსნების კითხვისას გადააწოდეს დალუქული პაკეტი,მან იგი ფრთხილად გახსნა, წაიკითხა, გაიღიმა და ჯიბეში ჩაიდო, აღმოჩნდა რომ ეს იყო ლავრენტი ბერიას ბარათი. ბერია წერდა _ როდესაც მოსკოვში იქნებით იოსებ სტალინს დაურეკეთ, ის თქვენ მიგიღებთ. ნიკო მარმა მშვიდად განაგრძო ლექციის კითხვა, უცებ მოულოდნელად შეტორტმანდა, ჩაიჩოქა მარჯვენა კიდურის დამბლა მოუვიდა, დაეცა, და საავადმყოფოში მოათავსეს. საავადმყოფოში მეუღლე მარცხენა ხელით წერაში ავარჯიშებდა, კორექტურას კითხულობდა. აქ მარმა მთელი წიგნი დაწერა. ნიკო მარმა1934 წლის 20 დეკემბერს შეწყვიტა აზროვნება.

დაკრძალვას გრანდიოზული ცერემონიის ხასიათი ჰქონდა. კუბო ესვენა მარმარილოს სასახლეში, სადაც მოთავსებული იყო მის მიერ დაარსებული მატერიალური კულტურის სახელმწიფო აკადემია. დაკრძალვას ესწრებოდა უამრავი ხალხი, მათ შორის უცხოეთის დელეგაციები, თოვდა. სამგლოვიარო პროცესია ნევის პროსპექტით გაემართა ალექსანდრე ნეველის სასაფლაოსაკენ. ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა – წარმოითქვა ბევრი სამახსოვრო სიტყვა. საპატიო ყარაულში იდგა ალექსანდრე ღლონტი, ხოლო იოსებ მეგრელიძე დიდ მოძღვარს საავადმყოფოში თავს ედგა და გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვამდე არ მოშორებია.

გაზეთი „ალიონი“, #20, გვ.3.

სურათებზე: ნიკო მარი;(ზემოთ); ნიკო მარი დედასთან, აღათი შარაშიძე-მაღულარიასთან ერთად; (შუაში)

ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე მოგზაურობის დროს (ქვემოთ)

მსგავსი სტატიები

  • 86
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 85
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
  • 85
    „ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული.“ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…
  • 84
    იური სიხარულიძე, 94 წლის, ჰოსპისის ისტორიები“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური.…
  • 81
    ანზორ ერქომაიშვილი – „კალანდა“იმ პერიოდში, როცა კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ქალაქში ნაკლებად, სოფელში კი შობას და კალანდას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით. ჩვენ სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობდით, ოზურგეთიდან ხუთ კილომეტრშია. ერქომაიშვილების გვარი იქიდან მოდის. ჩვენი ოჯახი მგალობელთა ოჯახი გახლდათ. ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი იყო. მთელი ოჯახი ვმარხულობდით. ბავშვებსაც გვაჩვევდნენ. მარხვას კი არ არქმევდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ახლა ხორცი…

არ გამოტოვოთ