„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ YEPP-ს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზეა საუბარი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამართლიანობის უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ახლა ბრალდებების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სხვა აქტივისტებზე გადატანას ცდილობს, რათა ისინი თავდამსხმელებად წარმოაჩინოს.
„გუშინ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილესა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, იგორ ნარმანიას, თავს დაესხნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ბანდიტები. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას განზრახ ჩაარტყა თავში რკინის ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც ნარმანიამ მიიღო მძიმე დაზიანება და დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა.
სამართლიანობის უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს შეთითხნოს ბრალდებები ბატონ ნარმანიასა და სხვა აქტივისტების მიმართ, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებზე, რათა ისინი წარმოაჩინოს თავდამსხმელებად, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ფარგლებში. რეჟიმის მიზანი აშკარაა: გააჩუმოს ახალგაზრდა თაობა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
YEPP სრულ სოლიდარობას უცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მკაცრად გმობს საქართველოში პოლიტიკური ძალადობის მასშტაბის ზრდას.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ იმოქმედოს და დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხსა და ახალგაზრდობას მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ipn.e
მსგავსი სტატიები
- 75
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 73
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,… - 73
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 73
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში… - 73საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…