29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ შეჯიბრებებში. სასიხარულოა , რომ სასკოლო ასაკის მოჭადრაკეებმა კარგად ითამაშეს და მათგან ორი, საპრიზო ადგილზეც გავიდა,
ჩემპიონობისათვის ბრძოლაში გიორგი გოგოლაური და აკაკი გოგუა თავიდანვე დაწინაურდა, რომლებიც ფინიშთანაც თანაბარი(6-6 ქულა) ქულებით მივიდა. მათ, დებულებით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმებიც თანაბარი აღმოაჩდათ. საბოლაოდ შეჯერდნენ პირველი ადგილის და შესაბამისი პრიზის თანაბრად განაწილებაზე.
ჩემპიონატში, მესამე ადგილიც თანაბარ ქულიანებს შორის გასანაწილებელი აღმოჩნდა, რომელიც 5-5 ქულით ნიკოლოზ ბარამიძემ და დაჩი კიღურაძემ გაიყო. V საპრიზო ადგილი კი ელგუჯა ურუშაძემ დაიკავა. ქალთა შორის საუკეთესო შედეგი 4-ქულიან ლიზი ვასაძეს ჰქოდა, მთავარი და მისასალმებელი, რაც ჩემპიონატში გათამაშებულ პარტიებში და შედეგებში აისახა ის არის, რომ ახალგაზრდებმა უფროსი თაობის ტიტულოვან მოჭადრაკეებთან პაექრობაში კარგი სათამაშო დონე აჩვენეს, რაც იმედს გვაძლევს ღირსეულად დაიცვან მუნიციპალიტეტის სახელი რესპუბლიკურ ღონისძიებებში. რა თქმა უნდა მათ შორის გამორჩევაც შეიძლება და პირველ რიგში, ეს 12 წლის დაჩი კიღურაძეა, რომელმაც ერთწლიანი აქტიური მეცადინეობით (მწვრთ.ელგუჯა ურუშაძე) ჯერ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში გაიმარჯვა, შემდეგ 16 წლამდე ჭაბუკებში და ახლა კი მესამე პრიზიორიც გახდა. იგივე შეიძლება ითქვას ნიკოლოზ ბარამიძეზე, რომელიც ჩემპიონატის ერთერთ ფავორიტად სახელდებოდა უკეთესი შედეგი შეეძლო ჰქონოდა ლიზი ვასაძეს, ლიხაურელ გიორგი სალუქვაძეს. რომლებმაც რამდენიმე პარტიაში მიღებული უპირატესობა ხელიდან გაუშვეს. შედეგებში ვერ აისახა , მაგრამ მოსაწონი პარტიები ჰქონდათ ლიკა ღლონტს, აკაკი სალუქვაძეს, ჩემპიონატის საპატიო მონაწილეს, ფრანგ ანჟელი დონდტს, ბაქარ მახარაძეს და ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილეებს გაბრიელ სალუქვაძეს და ანდრია ადეიშვილს,.
ძირითადი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მეორე დღეს გაიმართა ტრადიციული პირველობა ბლიცში, რომელშიც 12 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. აქ პირველი ადგილი ნიკოლოზ ბარამიძემ დაიკავა, მეორეზე გივი სიამაშვილი გავიდა , ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი გოგუა გახდა.
ჩემპიონატის დახურვა საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ორივე ღონისძიების წარმატებული მოჭადრაკეები (სულ 12 ნომინაცია) დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით, მათვე გადაეცათ ასევე ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები (“ბიბლიუსის” ვაუჩერები).. შეჯიბრების მსაჯმა ზაურ დოლიძემ, გერმანიაში მცხოვრები შვილიშვილების სახელით, ორიგინალური პრიზები გადასცა წარმატებულ ლიზი ვასაძეს და ლიკა ღლონტს.
დაჯილდოვდა ასევე და შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა შეჯიბრების ფრანგ მონაწილეს 15 წლის ანჯელი დორდტს, იგი 3-4 თვეა საჭადრაკო კლუბში დადის და საკმაოდ კარგათაც თამაშობს.
ჩემპიონატის დახურვაზე აღინიშნა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. მათ შორის განსაკუთრებით ყურადღება გამახივლდა გურიის 30-ე საიუბილეო ჩემპიონატზე, რომლის ჩატარების თარიღი დაზუსტების პროცესშია.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 95
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 93
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 93
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…
- 92ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 90
15 ივლისს ოზურგეთში, სპორტის სასახლეში ,, შავი ზღვის თასი " ფულ - კინტაქტ კარატეში გაიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდა 80 სპორტსმენი საქართველოდან და სომხეთიდან. ( სომხეთის დუკენდოს ფედერაცია - პრეზიდენტი გაგას სარგისიანი) შეჯიბრი სანახაობრივი და აზარტული გამოდგა, პროფესიონალური და ძლიერი ბრძოლებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს სექციის მოსწავლეებმა,…