22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა“ გაიმართება.

ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ალეგრობა 2025“ -ის ფარგლებში 15:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში გაიმართება:

• ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

• გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება;

• ღვინის კუთხე და დეგუსტაცია;

• საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება);

• ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის ყვავილებით შემკობა;

• ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი;

• 18:00 საათი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;

• 20:00 საათი – კონცერტი ჯგუფ „ურსას“ და DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით.

🎉 გელით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული სახალხო დღესასწაული!?“

– ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 73
    კალანდა 2026 ოზურგეთშიძვირფასო თანამოქალაქეებო და ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ სოფელ შემოქმედში მდებარე ეთნოგრაფიულ სივრცეში - ერთად აღვნიშნოთ კალანდა!  17:00 - 20:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალიზებული პერფორმანსები, გურული კერძების კულინარიული მასტერკლასი, ტრადიციული საკალანდო რიტუალების გაცოცხლება -…
  • 67
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 66
    ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას მოედანზე ე.წ. „კუბოქოთნებს“ იღებენქ. ოზურგეთის ცენტრში,  ზვიად გამსახურდიას მოედანზე ე.წ. „კუბოქოთნებს“ იღებენ. აღების სამუშაოებს ოზურგეთის „სერვისცენტრი“ ასრულებს. როგორც გვითრეს, მწვანე ნარგაობის ნაწილი ქ. ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე დარგეს, ნაწილს კი „ჭადრების პარკში“ განათავსებენ.
  • 66
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…

არ გამოტოვოთ