დღეს, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ახლადარჩეულმა მერმა პაატა კუნჭულიამ და გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ.
აი, ვის მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:
ქართული კულტურის განვითარებაში, მუსიკალური კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მომავალი თაობების აღზრდისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ჯემალ ჭელიძეს;
საგანმანათლებლო სფეროში გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და მომავალი თაობების უანგაროდ აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ქალბატონ ლალი გიგინეიშვილს;
მომავალი თაობების აღზრდაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, პროფესიული ერთგულებისა და ფასდაუდებელი ადამიანური ღირებულებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა_ ქალბატონ თეო (თათული) მგელაძეს;
ქართულ კულტურაში, კინოსა და სატელევიზიო სფეროში უდიდესი დამსახურებისთვის, ოზურგეთის პოპულარიზაციისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ელდარ მდინარაძეს.
სამაშველო ოპერაციებში გაწეული კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული მამაცობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ შოთა მენაბდეს;
სამსახიობო ხელოვნებაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ქართულ კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ გიორგი დოლიძეს;
საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მომავალი თაობების აღზრდისთვის, მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული ერთგულებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ გრიგოლ ხაჭაპურიძეს;
სამედიცინო სფეროში თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ჰუმანურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ლაშა ზაქარიაძეს;
სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სახელის პოპულარიზაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ მრავალგზის რეკორდსმენს ბატონ გოდერძი მახარაძეს;
სამართალდამცავ ორგანოში გაწეული უდიდესი წვლილისთვის, სამსახურებრივი ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის, საზოგადოების წინაშე დამსახურებული ღვაწლისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ არჩილ სირაძეს;
ქალაქის კეთილმოწყობისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი საქმიანობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ტარიელ ჟღენტს;
საჯარო სექტორში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, საზოგადოების დიდი მხარდაჭერისთვის და პროფესიონალიზმისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ დავით დარჩიას;
ქვეყნის, რეგიონის და კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის, საქველმოქმედო საქმეებში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს.
საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით სიტყვებით გამოვიდნენ გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
მსგავსი სტატიები
- 73
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 68
- 68
- 66
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…


