მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარია.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიცქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შსს აცხადებს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც…
  • 75
    მახინჯაურში შუა ხნის ქალს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპამახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…
  • 73
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • 73
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 72
    ოზურგეთში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდასულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო