გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავებულია 12 ადამიანი, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი კი – ბელორუსის.  ისინი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ამ ეტაპზე კლინიკაში 9 ადამიანი რჩება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმები. მათგან განსხვავებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს და ამ ეტაპზე საოპერაციოდ ქუთაისშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 71
    ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ორი ადამიანიმესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული…
  • 69
    მახინჯაურში შუა ხნის ქალს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპამახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…
  • 68
    ჩაქვში, მატარებელმა 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლადაბა ჩაქვში მატარებელმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის შეჯახებას 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის…
  • 68
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.