გუშინ, 23 ნოემბერს გასრულდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო დღეები, რომლის სამზადისში ჩართული იყვნენ ქალაქ ოზურგეთის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი,ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, სსიპ- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა;
არ გავვრცელდები და მოკლედ ვიტყვი- გაბრიელ ეპისკოპოსი იყო ქართული ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის მტკიცე დასაყრდენი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ,რომელიც თავისი მოძღვრებითა და პიროვნული მაგალითით აძლიერებდა ეროვნულ თვითმყოფადობასა და ზნეობრივ იდეალებს. ილია ჭავჭავაძემ მას დიდი ეროვნული მოღვაწე უწოდა.
დასკვნითი 23 ნოემბრის ღონისძიებამდე არაერთი შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა წმინდანის სახელობის ორივე სკოლამ, 20 ნომბერს ბახვის საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო შემეცნებითი კონფერენცა , და შეჯამდა გამოცხადებული ესეების კონკურსი,მამა იოსებ ნაკაიძემ 22 ნოემბერს გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მაღალ ორგანიზებული კონფერენციას იხელმძღვანელა და ორგანიზება გაუკეთა , კონფერენციაზე მომხსენებლად მოწვეული იყო საპატრირქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების წარმომადგენლები, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბევრი უცნობი ინფორმაცია მიაწოდა წმინდა მღვდელმთავრის აფხაზეთში მოღვაწეობის შესახებ
და აი დადგა 23 ნოემბრიც ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში ჩატარდა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში და კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები გადასცეს სკოლის საამაყო აღზრდილებმა.
საღამოს კი ოზურგეთის დრამატულ თეატრში წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების შესახებ ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე წერს.

მსგავსი სტატიები

  • 83
    სერგი ჭეიშვილი _60-დან 59 ქულაოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა სერგი ჭეიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო. ვულოცავთ!
  • 83
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 82
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 82
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 81
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…

არ გამოტოვოთ