გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჯვარედინი საჩივარი.
ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.
“საიდუმლო საბჭო ერთხმად უარყოფს CS Life-ის სააპელაციო საჩივარს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დაწყების თარიღისა. საბჭო ასევე უარყოფს თანმხვედრ აპელაციას.
საბჭოს დასკვნების შედეგად, CS Life-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა ერთი ასპექტისა. ეს ეხება ზიანის შეფასების დაწყების თარიღებს. მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება ხელახლა უნდა გამოითვალოს, Meadowsweet-ის პოლისისთვის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან (2011 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად) და Sandcay-ის პოლისისთვის 2012 წლის 30 ნოემბრიდან (2012 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად). გამოთვლების ჩატარებისას, ამ დაწყების თარიღებზე აქტივების ფაქტობრივ ღირებულებას უნდა დაემატოს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციით იმ პერიოდში, როდესაც პრემია CS Life-ს ეკუთვნოდა პოლისის დაწყებამდე“, – აღნიშნულია ლონდონის უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში, რომელსაც სასამართლო საქმეზე – შ.პ.ს. Credit Suisse Life (ბერმუდა) (მომჩივანი) ბიინა ივანიშვილის და 6 სხვა პირის (მოპასუხეების) წინააღმდეგ – მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს.
ამასთან, რაც შეეხება თანმხვედრ აპელაციას, მოსარჩელეები საბჭოსგან მოითხოვდნენ, მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილების აღდგენას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
სასამართლოს დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანმხვედრ საჩივართან დაკავშირებული საკითხებია: მართალი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან: მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა მისთვის წარდგენილი განცხადებების შესახებ რაიმე შეგნებული ინფორმაცია. ასევე,სარჩელი ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას და წარდგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, აპელაციის შემტანი მხარე შ.პ.ს. Credit Suisse Life (Bermuda) ბერმუდის სადაზღვევო კომპანია, Credit Suisse AG-ის („ბანკი“) სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია იყო.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააპელაციო საჩივარში პირველი მოპასუხე, არის ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბანკის რჩევით, ბატონმა ივანიშვილმა 2011 და 2012 წლებში CS Life-ს გადაურიცხა ნაღდი ფული და სხვა აქტივები, რომლებიც ნდობით იყო დაცული, სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიის სახით. პოლისის აქტივები ცალკე ანგარიშზე უნდა ყოფილიყო შენახული. ბატონ ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, ინვესტირება მოეხდინა დისკრეციულ, თუ არა დისკრეციულ საფუძველზე. 2015 წელს ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ში მისი ურთიერთობების მენეჯერი, ბატონი პატრის ლესკოდრონი, ბანკის თანამშრომელი, თაღლითურად მართავდა პოლისის აქტივებს. ბატონი ლესკოდრონი შვეიცარიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 2018 წლის თებერვალში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. 2017 წელს ბატონმა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და ორმა კომპანიამ, რომლებიც დასახელებულ დაზღვეულებს წარმოადგენენ, სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს პრეტენზიები წარმატებით დასრულდა ბერმუდის მთავარი მოსამართლის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ სარჩელზე. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა თანმხვედრი აპელაცია შეიტანეს არასწორი ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მათი საჩივრის უარყოფის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჯვარედინი საჩივარი.
ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.
„საიდუმლო საბჭო ერთხმად უარყოფს CS Life-ის სააპელაციო საჩივარს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დაწყების თარიღისა. საბჭო ასევე უარყოფს თანმხვედრ აპელაციას.
საბჭოს დასკვნების შედეგად, CS Life-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა ერთი ასპექტისა. ეს ეხება ზიანის შეფასების დაწყების თარიღებს. მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება ხელახლა უნდა გამოითვალოს, Meadowsweet-ის პოლისისთვის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან (2011 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად) და Sandcay-ის პოლისისთვის 2012 წლის 30 ნოემბრიდან (2012 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად). გამოთვლების ჩატარებისას, ამ დაწყების თარიღებზე აქტივების ფაქტობრივ ღირებულებას უნდა დაემატოს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციით იმ პერიოდში, როდესაც პრემია CS Life-ს ეკუთვნოდა პოლისის დაწყებამდე“, – აღნიშნულია ლონდონის უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში, რომელსაც სასამართლო საქმეზე – შ.პ.ს. Credit Suisse Life (ბერმუდა) (მომჩივანი) ბიძია ივანიშვილის და 6 სხვა პირის (მოპასუხეების) წინააღმდეგ – მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს.
ამასთან, რაც შეეხება თანმხვედრ აპელაციას, მოსარჩელეები საბჭოსგან მოითხოვდნენ, მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილების აღდგენას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
სასამართლოს დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანმხვედრ საჩივართან დაკავშირებული საკითხებია: მართალი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან: მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა მისთვის წარდგენილი განცხადებების შესახებ რაიმე შეგნებული ინფორმაცია. ასევე,სარჩელი ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას და წარდგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, აპელაციის შემტანი მხარე შ.პ.ს. Credit Suisse Life (Bermuda) ბერმუდის სადაზღვევო კომპანია, Credit Suisse AG-ის („ბანკი“) სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია იყო.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააპელაციო საჩივარში პირველი მოპასუხე, არის ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბანკის რჩევით, ბატონმა ივანიშვილმა 2011 და 2012 წლებში CS Life-ს გადაურიცხა ნაღდი ფული და სხვა აქტივები, რომლებიც ნდობით იყო დაცული, სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიის სახით. პოლისის აქტივები ცალკე ანგარიშზე უნდა ყოფილიყო შენახული. ბატონ ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, ინვესტირება მოეხდინა დისკრეციულ, თუ არა დისკრეციულ საფუძველზე. 2015 წელს ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ში მისი ურთიერთობების მენეჯერი, ბატონი პატრის ლესკოდრონი, ბანკის თანამშრომელი, თაღლითურად მართავდა პოლისის აქტივებს. ბატონი ლესკოდრონი შვეიცარიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 2018 წლის თებერვალში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. 2017 წელს ბატონმა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და ორმა კომპანიამ, რომლებიც დასახელებულ დაზღვეულებს წარმოადგენენ, სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს პრეტენზიები წარმატებით დასრულდა ბერმუდის მთავარი მოსამართლის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ სარჩელზე. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა თანმხვედრი აპელაცია შეიტანეს არასწორი ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მათი საჩივრის უარყოფის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 51
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 50
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 49
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ipn.ge იუწყება. სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის განხილვა არ მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ცნობისთვის,… - 49
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.… - 48
ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის გურიის მთებში აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) : _„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იჯარით გადმოგვეცა 536 ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელიც…