გამომცემლობა „მერიდიანმა“ ალექსანდრე ქურდობაძის, ხარიტონ ჩხატარაშვილის, ნუგზარ ასათიანის ავტორობით გამოსცა წიგნი „მერცხალი“ ისევ მოიყვანს გაზაფხულს“. წიგნი შეიცავს უამრავ საარქივო მასალას, საგაზეთო სტატიებს, პროგრამებს, ცხრილებს და სხვა სპორტულ მასალებს. წიგნს თან ერთვის მნიშვნელოვანი ფოტომასალაც.

წიგნი ოზურგეთის ფეხბურთის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიის შექმნის შესახებ ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი გვესაუბრა:

_ოზურგეთის „მერცხალს“ ბავშვობიდან ვგულშევმატკივრობ. მეგობრებთან ერთად არ ვტოვებდით საკავშირო პირველობის „ბ“ კლასში დაწინაურებულ „მერცხალის“ არც ერთ საშინაო მატჩს. შემდეგ სტუდენტობის პირველ ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მხურვალე გულშემატკივარი გავხდი. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ჩემი თანაკურსელი თემურ ესებუა და მისი ძმა იური „დინამოს“ წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ. შემდგომში ამ გუნდში თამაშობდა ხარიტონ ჩხატარაშვილი…

1979 წელს, როცა ოზურგეთის რაიონული გაზეთის რედაქციაში  დავიწყე მუშაობა, სპორტული შეჯიბრებები უნდა გამეშუქებინა.  უფრო დავუახლოვდი „მერცხალს.“კვლავ ყველა მატჩს ვესწრებოდი და ვაშუქებდი…

1988 წელს, იმჟამად ოზურგეთის სპორტსკოლის დირექტორმა მერაბ სიორიძემ შემომთავაზა, ხომ არ დავწერდი ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიაზე წიგნს…ვუთხარი, რომ წლებია ვაგროვებ ოზურგეთში ფეხურთის ისტორიის  მასალებს, თავად რედაქციის არქივსაც ვეცნობი და მონახაზი უკვე მაქვს გაკეთებულითქო..

მართალია მერაბი მალე მოსკოვში წავიდა ტვ. „გურიას“ შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ შევჩერებულვარ. წიგნზე დავიწყე მუშაობა.

საბედნიეროდ, იმ დროს ცოცხლები იყვნენ 20,30-იანი წლების რამდენიმე წამყვანი  ფეხბურთელი, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ კარგ საქმეში. მოგონებებს მთავაზობდნენ,წერილობითი მასალების დაზუსტებაში მეხმარებოდნენ კარლო თოხაძე, ვალერიან გეგიაძე,  კოტე გოგატაძე, ბახა მექვაბიშვილი და სხვები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდა ოზურგეთში ფეხბურთის ჩამოყალიბების ინიციატორისა და ხელმძღვანელის შემოქმედელი ტოგო დუმბაძის ჩანაწერები და რამდენიმე პირველი ფოტო. არსებობდა გაზეთ „ლენინის დროშის“ ომამდელი გამოცემებიც.

ვინაიდან ჯერ კიდევ სსრ კავშირი იყო, წიგნის გამოცემას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. გამოსავალი ოზურგეთის სარაიონთაშორისო სტამბის დირექტორმა ვაჟა ჭანუყვაძემ იპოვა და წიგნს ცნობარი-კალენდარი დავართქვით. წიგნის მხატვარი რევაზ ჯაში იყო. დიდი ტირაჟით დაიბეჭდა. 10 000 ეგზემპლარი მხოლოდ „საქპრესამ“გაყიდა საქართველოს მასშტაბით. უამრავი წიგნი გადავუგზავნეთ კერძო კოლექციონერებს (წიგნის გარკვეული ნაწილი სხვა ენაზეც იყო) უკრაინაში, რუსეთში, სხვა რესპუბლიკებში.

რაც ყველაზე მისასალმებელი იყო, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატა ამ წიგნის მიმართ გაზეთმა „ლელომ“ და საკმაოდ დიდი რეცენზიაც დაბეჭდა.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატისათვის საქართველოს ტელერადიოს (პირველი არხი) კორესპონდენტი ვიყავი ოზურგეთში და რადიოგადაცამებში ვერთვებოდი. ასევე გაზეთ „ლელოსაც“ წარმოვადგენდი…

21-ე საუკუნის სხვადასხვა წლებში ჩვენი მცდელობა, გამომეცა განახლებული ცნობარი, ფინანსური პრობლემების გამო არ მოხერხდა.

და, აი ამ საღამოს ხელთ მაქვს ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიის 500 გვერდამდე მოცულობის წიგნი სათაურით „მერცხალი“ ისევ მოიყვანს გაზაფხულს“, რომლის მასალების მოძიებაზე, საგამომცემლო პროცესზე ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა მუშაობა.

ფუნდამენტური, „ქართული ფეხბურთის ქრონიკების“ და სხვა არაერთი გამოცემის ავტორმა  ალექსანდრე ქურდობაძემ, ფეხბურთის ცნობილ მწვრთნელ ხარიტონ ჩხატარაშვილთან და ამ სტრიქონების ავტორთან ერთად გამოსცა ეს წიგნი.

ალექსანდრე ქურდობაძემ ძალიან ბევრი მასალა მოიპოვა, რესპუბლიკურ სპორტულ გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს გაეცნო. გამოყენებულია  გაზეთ „ლენინის დროშის“ საარქივო წერილები. დიდი მუშაობა გასწია ხარიტონ ჩხატარაშვილმა, რომელმაც ფეხით მოიარა ყველა ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახი, მნიშვნელოვანი ფოტო წერილობითი  და სხვა მასალებით გაამდიდრა წიგნი.

ფაქტიურად, ეს ოზურგეთის ფეხბურთის ენციკლოპედიური ცნობარია, რომლის შექმაშიც ბატონ ალექსანდრესთან, ხარიტონ ჩხატარაშვილთან და ამ სტრიქონების ავტორთან  ერთად დიდი ამაგი მიუძღვის გამომცემლობა „მერიდიანს“(დირექტორი კახა რუსიძე).

მადლობა ბატონ ზაზა მდინარაძეს, რომლის ფინანსური დახმარებით მოხერხდა ამ წიგნის გამოცემა.

წიგნის ტირაჟი დიდი არ არის, თუმცა მისი შეძენა ამ ეტაპზე ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ.

მსგავსი სტატიები

  • 83
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 83
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 79
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 78
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 78
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…