აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, _ ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი აბუ-დაბიში ორშაბათს ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს.
„დრისკოლი ამ სამშვიდობო პროცესში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, მას შეუძლია ინფორმაცია რუსებს გადასცეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, ჩვენ 24/7-ზე ვმუშაობთ, რათა სწრაფი პროგრესი გვქონდეს“, _ განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
უცნობია, დრისკოლი აბუ-დაბიში მხარეებთან მოლაპარაკებებს ერთობლივად აწარმოებს, თუ მათ ცალ-ცალკე ხვდება.
მსგავსი სტატიები
- 70
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 68აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 66
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 66
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის… - 65რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. „საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ…