გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭელიძე, პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორის მიწვევით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში განიხილეს გურიასა და პარდუბიცეს რეგიონებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლიდან ერთობლივად განხორციელდება პროექტები განათლების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე გაძლიერდება თანამშრომლობა რეგიონების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად, ჩეხეთში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ გველებიანი.
მსგავსი სტატიები
- 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ლაშა ჭელიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა. ლაშა ჭელიძეს გააჩნია კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2020 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში. Sofo - 74
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 74
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი. - 73
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 73გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.