საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
მინისტრმა მასწავლებლებთან, სკოლების დირექტორებთან და მშობლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში პედაგოგებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ, შესაბამისად, მათი ჩართულობა პროცესში უმნიშვნელოვანესია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს და რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიც გააზიარეს. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 70
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის რესურსებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. - 69
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 68
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 67
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მონაწილეობდნენ. სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს,…