დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მერიის მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დარგობრივ კომისიებს დაევალათ.
ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტები’’-ს შექმნის თაობაზე, რომელიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა.
მანამდე ეს საკითხი დღესვე გამართულ სამანდატო, საპროცედურო იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს.
ფრაქცია „ევროპელი სოციალისტები“ სამი წევრით დაკომპლექტდა, ფრაქციას მაჟორიტარი დეპუტატი დავით ხურციძე უხელმძღვანელებს. კომისია დადებით დასკვნას ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
მსგავსი სტატიები
- 74
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 69
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი. საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა დაბა ურეკში ქუჩების სახელდების შესახებ განკარგულების პროექტები. საკრებულოს გადაწყვეტილებით, N19 ქუჩას ,,წყალწმინდის“, ხოლო უსახელო ქუჩას ,,ალექსანდრე ჟორჟოლიანის“ სახელი მიენიჭა; საკრებულომ, ასევე, განიხილა და დაამტკიცა ქალთა და… - 68
ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა. - 67
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო“,- ნათქვამია ჩოხატაურის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
