„ქართული ოცნების“ დეპუტატის არჩილ გორდულაძის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კომისია პარლამენტშიც შეიქმნება.
გორდულაძის თქმით, თუ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, „პარლამენტი არც ამაზე დაიხევს უკან“.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, სურსათზე არსებული ფასები საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რასაც სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
„ამ გამოწვევის გადასაჭრელად პრემიერ-მინისტრს ინიციატივა აქვს, რასაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს.
როგორც მთავრობის – აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმატში, ისე საპარლამენტო ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება. შესაბამისი კომისია შეიქმნება, რათა არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს. არარეალურ ფასებს, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ ამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სათანადო პასუხი სჭირდება.
თუ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, პარლამენტი არც ამაზე დაიხევს უკან. ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება მზად, მოსახლეობის საჭიროებებს მყისიერად უპასუხოს. მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეული ადამიანის ყოფით საკითხებზე ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

წყარო: www. interpressnews.ge

მსგავსი სტატიები

  • 62
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 61
    „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებადღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და…
  • 60
    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის…
  • 60
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…
  • 60
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…