ცნობილი მსახიობი, მწერალი, საქართველოს მწრალთა კავშირის წევრი ჯემალ კეჭაყმაძე უკვე წლებია უფასოდ ემსახურება ტაქსით მოქალაქეებს დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე (აღდგომა, შობა) და წმინდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს _28 ივლისს.
ტრადიციას არ წელსაც უღალატა და დილიდან ემსახურება მოქალაქეებს.
_უფლის შობას გილოცავთ. დილიდან დგას მამაჩემი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინ და მოქალაქეებს ემსახურება. დილით ადრე, როცა ერთ-ერთი მგზავრი გადაიყვანა და უკან ვბრუნდებოდით, დავით აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ქალი და კაცი დავინახეთ, ბავშვთან ერთად იდგნენ და ტრანსპორტს ელოდებოდნენ. დგავუჩერეთ, მომსახურება შევთავაზეთ. შეწუხდნენ _ცოტა შორს მივდივართო. ჩოხატაურში მიდიოდნენ. რა თქმა უნდა წავიყვანეთ- გვითხრა თეა კეჭაყმაძემ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა.
გაზეთ „ალიონის“ რედაქციას ჯემალიც შეეხმიანა. შობის დღესასწაული მიულოცა ოზურგეთელებს და სრულიად საქართველოს და გვითხრა აღდგომას იგი კვლავ უფასოდ მოემსახურება მოქალაქეებს.
მსგავსი სტატიები
- 94
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან… - 93
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა… - 93
31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას… - 91
30-ნოემბერი _დიდმოწამე მიქაელის, რომელსაც ეწოდა გობრონ ხსენების დღე არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“. სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“, საქართველოს შემოესია. თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი… - 87
გადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…