ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ძიმითისა და ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად შიდა უბნებში გარე განათებისა და გზების მოწყობა დაასახელა.
„ჩვენ 28 ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივებს და მოვისმინეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია გამოყოფილი.
საჭიროების მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.
მადლობას ვუხდი მერიის თანამშრომლებს სოფლებში ჩატარებული შეხვედრების ორგანიზებისთვის, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს აქტიური ჩართულობისთვის.“ _ განაცხადა, პაატა კუნჭულიამ.

მსგავსი სტატიები

  • 75
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 70
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს…
  • 68
    ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა.
  • 67
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 67
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…