გურია მდიდარია უნიკალური კულტურული და ბუნებრივი რესურსებით, თუმცა რეგიონი კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე — ტურისტული პროდუქტის დეფიციტი. მიუხედავად მრავალფეროვანი ლანდშაფტისა, ისტორიული ძეგლებისა და ავთენტური სოფლის კულტურისა, ამ რესურსების ორგანიზებულ და სრულფასოვან ტურისტულ პროდუქტად ქცევა ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული. შედეგად, გურიაში ჩასული ვიზიტორი ხშირად აწყდება ინფორმაციის ნაკლებობას: არ არსებობს მკაფიო მარშრუტები, საინფორმაციო ნიშნები და ერთიანი პლატფორმა, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვას გაამარტივებს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, მონაწილეობა მივიღე „მწვანე გურიის“ საგრანტო კონკურსში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ბიუჯეტი მხოლოდ 1000 ევრო იყო, მისი მიზანი სწორედ იმ ძირითადი ელემენტების შექმნა გახლდათ, რაც თანამედროვე ტურისტულ პროდუქტს აყალიბებს — ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სივრცეში მარტივი ორიენტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორი ძირითადი მიმართულება: ციფრული პლატფორმა: შეიქმნა ვებგვერდი guriaroots.ge და შესაბამისი სოციალური ქსელები (Instagram, Facebook, YouTube), სადაც განთავსებულია გურიის ტურისტული ლოკაციების აღწერები, რუკები და თემატური მარშრუტები. ეს ეტაპობრივად ქმნის ერთიან ციფრულ საინფორმაციო სივრცეს. ფიზიკური ინფრასტრუქტურა: დამზადდა და განთავსდა 8 საგზაო ნიშანი QR კოდებით, რომელთა სკანირებით ტურისტები პირდაპირ გადადიან დეტალურ ინფორმაციასა და ციფრულ რუკებზე. პროექტის განხორციელებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საგზაო ნიშნების ლოკაციების შერჩევა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი მოთხოვნა იყო ერთ-ერთი ნიშნის შემოქმედში განთავსება — რაც გამართლებულია გომისმთისკენ მიმავალი მაღალი ტურისტული ნაკადით — მე, როგორც ცხემლისხიდის თემის მცხოვრებმა, საგზაო ნიშანი სწორედ ცხემლისხიდის ცენტრში განვათავსე. ამით მიზნად დავისახე თემის ხილვადობის გაზრდა და იმ იდეის გაძლიერება, რომ ტურისტული პოტენციალი მხოლოდ უკვე პოპულარულ ლოკაციებში არ უნდა კონცენტრირდეს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას, ნაკლებად ცნობილი ლოკაციების გააქტიურებას და რეგიონის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, პროექტმა მიიღო მხარდაჭერა: „CDC Studio – ციფრულმა პროდუქტებმა“ უზრუნველყო ვებპლატფორმის შექმნა; პროცესში აქტიურად იყო ჩართული სოფელ დვაბზუს XII კლასის მოსწავლე თემო ჟღენტი, ხოლო საორგანიზაციო და სატრანსპორტო ხარჯები დაფარა გურიის რეგიონულმა ბრენდმა „ნიკო მამასახლისმა“. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტურიზმის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე არ არის დამოკიდებული — გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანურ რესურსსა და ადგილობრივ ინიციატივებს. ამ პროექტის საფუძველზე, ჩვენი ახალგაზრდული გუნდი გეგმავს შემდეგ ეტაპზე გადასვლას — ცხემლისხიდისა და გაღმა დვაბზუს ხეობის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენას მსხვილი დეველოპერული კომპანიებისთვის (ORBI, Archi, ANAGI, Alliance Group და სხვა).
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, რომელსაც აქვს საინვესტიციო პაკეტების მომზადების გამოცდილება. ჩვენი მიზანია, ხეობა განვითარდეს არა სეზონურად, არამედ ოთხივე სეზონზე აქტიური ტურისტული მიმართულების სახით. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, დასაქმებას და შეამცირებს ემიგრაციის მასშტაბებს. აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია. რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს, სადაც ამჟამად ორი კომპანიის მობილური დანადგარებია განთავსებული (სამუშაოები მიმდინარეობს შემოქმედში საგზაო ინფრასტრუქტურისა და ჰესის მშენებლობისთვის), ვფიქრობთ, პროექტების დასრულების შემდეგ კომპანიებს, მაგალითად „პარვუსს“, შევთავაზოთ ამ ტერიტორიების მდგრადი მიზნებისთვის ხელახალი გამოყენება, კერძოდ კი, მზის პანელების განთავსება და განახლებადი ენერგიის წარმოება. საბოლოოდ, ეს ინიციატივა წარმოადგენს მცდელობას, მცირე რესურსებით დავიწყოთ დიდი ცვლილებები — შევქმნათ საფუძველი, რომელიც გურიას დაეხმარება საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებაში და ტურისტულ რუკაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.
მეოთხე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე
ბარბარე დარჩიძე.
მსგავსი სტატიები
- 98
2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე… - 94
ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური მდგრადობის ზრდისათვის“,რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან _ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. გაზეთ „ალიონის“ #10-ში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?“, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,… - 94
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი… - 94
ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის ინფორმაციით საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 პროექტი დაფინანსდა… - 93https://youtu.be/hNfnW9lNiEs დაფინანსებული ფართი