ოს­მოს­ში 10-დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ Artemis II-ის ას­ტრო­ნავ­ტე­ბი დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუნ­დნენ. კაფ­სუ­ლა ოკე­ა­ნე­ში, სან დი­ე­გოს სა­ნა­პი­როს­თან ჩა­მო­ვარ­და. ას­ტრო­ნავ­ტე­ბი ვერ­ტმფრე­ნე­ბით ახ­ლომ­დე­ბა­რე USS John P. Murtha-ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

NASA-ს ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა ჯა­რედ ისაკ­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მი­სია „მხო­ლოდ და­სა­წყი­სია“ და დას­ძი­ნა: „ჩვენ ვუბ­რუნ­დე­ბით მთვა­რე­ზე ას­ტრო­ნავ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­სი­ას და დე­და­მი­წა­ზე უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბას“.

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ „უზო­მოდ ამა­ყი“ იყო, მოგ­ზა­უ­რო­ბას „სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი“, ხოლო დაშ­ვე­ბას „იდე­ა­ლუ­რი“ უწო­და.

„ჩვენ ამას კი­დევ ერთხელ გა­ვა­კე­თებთ. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯია მარ­სი!“

და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის (4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის) ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ორი­ო­ნის კაფ­სუ­ლა ატ­მოს­ფე­რო­ში შეს­ვლი­სას თით­ქმის 2,760°C-მდე გა­ცხელ­და, რაც მზის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბია.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დაშ­ვე­ბის სე­რია წარ­მა­ტე­ბით დას­რუდა. დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ეკი­პაჟ­თან და­ი­კარ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია — ე.წ. „დუ­მი­ლის ფაზა“, რო­მე­ლიც პლაზ­მის დაგ­რო­ვე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში კაფ­სუ­ლას­თან კავ­ში­რი დრო­ე­ბით იკარ­გე­ბა, რაც მსგავ­სი მი­სი­ის­თვის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ მოვ­ლე­ნად ით­ვლე­ბა.ლ­და და მთლი­ა­ნო­ბა­ში მხო­ლოდ 42 წუთი გაგ­რძელ­და, თუმ­ცა მი­სი­ის ეს ეტა­პი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ ფა­ზად მი­იჩ­ნე­ო­და.

მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკი­პა­ჟის ოთხი­ვე წევ­რი თავს კარ­გად გრძნობს. დაშ­ვე­ბის შემ­დეგ ისი­ნი კაფ­სუ­ლი­დან უსაფრ­თხოდ ამო­იყ­ვა­ნეს და სამ­ხედ­რო ხო­მალდ USS Murtha-ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

ეკი­პა­ჟი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­პირ­ზე დაბ­რუნ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ჰი­უს­ტონ­ში, NASA-ს ჯონ­სო­ნის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის­კენ მი­მა­ვალ რე­ისს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

წყარო:ambebi.ge

 

მსგავსი სტატიები