ავტორები: მერაბ მეგრელიშვილი, ნინო ჯაველიძე

ერთმორწმუნეობის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში აისახა სხვადასახვა ნიშნით. აღსანიშნავია ერთმორწმუნე სახელმწიფოების ურთიერთობების საფუძველზე კრიტიკული თვალით აღწერილი ისტორიული ხასიათის ნაშრომები (ივანე ჯავახიშვილი ,,დამოკიდებულიება საქართველოსა და რუსეთს შორის მე-18 საუკუნეში“, ვახტანგ გურული ,,ერთმორწმუნე რუსეთი, მითი თუ რეალობა’“) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდა რელიგიური ხასიათის წიგნები (ანტონ ბაგრატიონი ,,მზამეტყველება’“, მიხეილ საბინინი ,,საქართველოს სამოთხე’“, კირიონ მეორე საძაგლიშვილი ,,ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში’“.და ა.შ.)

საბჭოთა პერიოდში იქმნებოდა ტენდენციური ხასიათის, სააგიტაციო- პროპაგანდისტული ისტორიული ლიტერატურა. ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ისტორია გამაფრთხილებელი უნდა იყოს დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის. დღეს ქრისტიანულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი უნდა იყოს ილიასეული მსოფლმხედველობა ,,მამული, ენა, სარწმუნეობა’“. სტატიაში ისტორიული ლიტერატურის და საარქივო -დოკუმენტური მასალის შეჯერების საფუძველზე განხილულია ერთმორწმუნეობის საკითხი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ისტორიაში.

******

რელიგიური ერთმორწმუნეობის გავლენის ქვეშ ყოფნა დიდ ზეგავლენას ახდენდა საქართველოზე, პოლიტიკური არჩევნის განსაზღვრის დროს.XIX საუკუნეში ირანის და ევროპული ქვეყნების პასიურობამ დიდი როლი ითამშა საქართველოს არჩევანში. ეკატერინე II (XVIII საუკუნე) დროს რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ევროპეიზმს, მაგრამ XIX საუკუნიდან, რუსეთის სახელმწიფო  ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში დერჟავისტულ,  შოვინისტურ პოლიტიკას ატარებდა.

1453 წელს, ბიზანტიის დაცემის შემდეგ საქართველო არჩევანის გზაზე დადგა: კათოლიციზმი თუ ბიზანტიური მართლმადიდებლობა. საქართველომ მეორე გზა აირჩია და ბუნებრივ მოკავშირედ ჩრდილოელი მეზობელს, რუსეთს დაუკავშირდა, მაგრამ რუსეთმა ქართველთა პოლიტიკური გულუბრყვილობა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა. რუსეთი სიტყვით აღიარებდა ქართული ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ როცა საქმე აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეხებოდა, მაშინ გაჩუმებას ამჯობინებდა. რუსეთის რელიგიური პოლიტიკა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ გამოვლინდა რუსეთ-საქართველოს ომების დროს. რუსეთის დამოკიდებულება კავკასიელი ხალხის მიმართ აშკარად გამოჩნდა ჯერ კიდევ დეკაბრისტების შეხედულებებში (პესტელი ,,რუსკაია პრავდა“.). დეკაბრისტები კავკასიის ხალხს ჰყოფდენ ორ ჯგუფად, პაციფისტები და მათივე ენაზე ,,სპლივჩივი ნაროდ’“ (ემოციური ხასიათის ხალხი). რუსაკები ქართველებს საკუთარ მამულში ,,ტუზემცებად„ და ,,ინოროდცებად“ მოიხსენიებდნენ. საბჭოთა პერიოდში მითი ერთმორწმუნე რუსეთის შესახებ გაქრა და საქართველოსთან ურთიერთობაში დამკვიდრდა შოვინიზმი.თვით ალექსანდრე პუშკინის წიგნში ,,მოგზაურობა ეზრუმში“ ნათლად ჩანს რუსი კაცის შოვინისტური ბუნება, მან როცა გაიგო რუსების მიერ ეზრუმის დაპყრობის ამბავი, გახარებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული მიეჭრა ეზრუმის სივრცეებს და იქიდან მიაპყრო მისი მზერა რუსეთის საზღვარს.

საბჭოთა ისტორიოგრაფიაში არაერთგვაროვნად არის შეფასებული ერთმორწმუნეობის საკითხი. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, იქმნებოდა მარქსისტულ-ლენინურ მსოფლმხედველობაზე აგებული არაისტორიული ხასიათის ნაშრომები. ივანე ჯავახიშვილი წიგნში„დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-18 საუკუნეში,“ ისტორიული ფაქტების და მოვლენების განზოგადების საფუძველზე მიგვანიშნებს ერთმორწმუნე რუსეთან ურთიერთობის უარყოფით შედეგებზე. ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ ჩვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ერი ვართ, რასაც ჩვენი ქვეყნის ისტორია ასაბუთებს. საქართველოს სახელმწიფო, ერთმორწმუნე ბიზანტიასთან და რუსეთთან ურთიერთობაში ინარჩუნებდა ჭეშმარიტ, მართლმადიდებლურ პრინციპებს. ქართველმა ერმა მთელი ისტორიის მანძილზე ტოლერანტული ბუნებიდან გამომდინარე, შეძლო თანაარსებობა კათოლიკურ, იუდაისტურ, მუსლიმურ და სხვა აღმსარებლობის მქონე ხალხთან.. ქართველ მუსლიმებში რელიგიური ფანატიზმი არასოდეს მდგარა ქართველობაზე მაღლა. ქართველთათვის სარწმუნოებისთვის ბრძოლა ეროვნულ ინტერესს წარმოადგენდა.

რუსეთის ხელისუფლება, როგორც ქრისტიანულ ისე მუსლიმურ რელიგიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. მათთვის მთავარი იყო ქართველ მოსახლეობას ჰქონოდა რუსული სული. 1912 წლის 25 იანვარს, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლების ინსპექტორს გაეგზავა მიმართვა იმის შესახებ, რომ ბორჩხის ერთკლასიან სასწავლებელში ორივე სქესის მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა და ამის მთავარ მიზეზად დასახელებულია მშობლები, რომლებიც არ უშვებდნენ ბავშვებს სკოლაში. ხალხში ხმა გავრცელდა, რომ აღნიშნულ სკოლაში ხდებოდა ბავშვების გარუსება. რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეში ჩაერთო ავტორიტეტული პიროვნება, გონიოს უბნის მამასახლისი, რომელსაც დაევალა მოეხდინა ზემოქმედება მშობლებზე. 1912 წლის 17 თებერვალს მოწვეული იქნა ბათუმის ოლქის, გონიოს უბნის ბორჩხის მხარის (32 ოჯახი) კრება, რომელზეც განიხილეს ბავშვების სკოლაში გაგზავნის საკითხი. კრებაზე დამსწრე მხოლოდ 20 ადამიანმა გამოთქვა მხარდაჭერა სკოლაში ბავშვების გაგზავნაზე. რუსეთი განათლების გზით ცდილობდა საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარებას.

ბერძნებსა და თურქებს შორის მიმდინარე ომის პერიოდში ხშირად ხდებოდა დაპირისპირება აჭარაში მცხოვრებ ქართველ მუსლიმებს და ბერძენ მართმადიდებლებს შორის. 1912 წლის დეკემბრის თვეში აზიზიეს მეჩეთის მოლა აბდულ ეფენდი, ბათუმის სამხედრო გუბერნატორს აცნობებდა, რომ ბერძენი ბავშვები ხელს უშლიდნენ მეჩეთში მიმდინარე ლოცვას. კერძოდ, ისინი მეჩეთის ფანჯრებს ესროდნენ ქვებს. რუსებმა აღნიშნული დაპირისპირების  მთავარ მიზეზად აღიარეს ბერძნებსა და თურქებს შორის მიმდინარე ომი და ქრისტიანი ბერძნების ხოცვა – ჟლეტა..მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა დააკისრა ბერძენი ბავშვების მშობლებს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმოწერა ბათუმის ოლქის უფროსთან, ზემო აჭარის მცხოვრებლების, ახმედ ყადიოღლის და ნური ეფენდი ბერიძის შესახებ. მასში საუბარია ზემო აჭარის მცხოვრებ  მუსლიმთა შორის ცარიზმის საწინააღმდეგო საქმიანობის გავრცელების თაობაზე.. 1913 წლის 27 მაისს ჟანდარმთა კორპუსის როტმისტრი როზალიონ სოშჩავსკი იუწყებოდა, რომ გამოძიების მასალებით დგინდებოდა გადამდგარი პოლკოვნიკის, ჯემალ-ბეგ აჭარელის (ხიმშიაშვილის) და მისი ნათესავების პოლიტიკური არასაიმედობა. აქვე აღიშნულია, რომ ბეგების ხელმძღვანელობით ხდებოდა  აჭარის მოსახლეობაში წარსული ცხოვრების გაცოცხლება.მიმართვაში საუბარია რუსეთის ხელისუფლების მიმართ აჭარის უბრალო ხალხის ერთგულებაზე, რაც განსაკუთრებით გამომჟღავნდა 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წელს მეზობელ გურიაში, რომლის მოსახლეობა აჭარლებთან ერთად მიეკუთვნება ერთ ტომს, რუსი გენერალი ალიხანოვ ავარსკი იარაღით გაუსწორდა აჯანყებულებს, მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ სამხედრო გუბერნატორს შესთავაზა სამსახური ბათუმის ოლქში ამბოხების ჩასაქრობად, რაც რუსეთის მხრიდან უარყოფილი იქნა. პოლკოვნიკი ჯემალ ბეგი და მისი ძმა პროპორშჩიკი თეიმურაზ ხიმშიაშვილი რევოლუციის პერიოდში ინარჩუნებდნენ აჭარის მოსახლეობაზე ზეგავლენას,  იცავდენ წესრიგს და არაძლევდენ პროპაგანდის უფლებას.

ამავე პერიოდში ბათუმის პოლიცმეისტერი ბორჩხის სასაზღვრო რაზმის უფროსს აცნობებდა, რომ ტრაპიზონში, რიზესა და ხოფაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტრაპიზონი გამოცხადებული იყო ჯარების გადაადგილების ეპიცენტრად, სადაც თავს უყრიდნენ სამხედრო იარაღს და ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა აბაზ ბეგი ფაშა. 1912 წლის მარტში რუსების მიერ საზღვარზე გაგზავნილი იქნა 80 ათასი მეომარი, ხოლო ტრაპიზონის მხრიდან 70 000 ჯარისკაცი, რომლის მთავარსარდლად დაინიშნა ფერიკ ფაშა. არსებული ომის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის „სამამულო მიწების დაბრუნება“.

1912 წლის 2 მარტს, ბათუმის ოლქის, ართვინის მხარის უფროსი, ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს ბ.ს. რომანოვსკის წერს წერილს, რომელშიც აღიშნულია, რომ შეინიშნება თურქებთან საზღვარზე (ხოფა, იშხანი) თურქეთის ჯარის ნაწილების გაძლიერება, ხოლო აჭარის მოსახლეობაში მიმდინარეობდა ფარული აგიტაცია  რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსეთმა აღნიშნულ საზღვართან მოუხმო 15 პოლკს, დაიწყო გზების მოწესრიგება. თურქები ავრცელებდნენ ხმებს, რომ დადგება დრო და რუსეთის ჯარი აჭარის მოსახლეობას წაართმევს მიწას, ცოლებს და შვილებს და მოაქცევს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. აჭარის მოსახლეობა დაინტერესებული იყო რუსეთის პოლიტიკური საქმეებით. აქვე რომანოვსკის ატყობინებდნენ, რომ შეინიშნებოდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის სიმპათია  ერთმორწმუნე თურქების მიმართ. რუსები ეჭვს გამოთქვამდენ, რომ შესაძლებელი იყო ომის შემთხვევაში მუსლიმებს დაეტოვებინათ სამხედრო სამსახური და გადასულიყვნენ ერთმორწმუნე თურქების მხარეზე. სამწუხაროდ ასეთივე შეხედულების იყვნენ რუსები ზოგადად ქართველებზე და სომეხ დაშნაკებზე.. ართვინის ოლქის უფროსი აჭარის ოლქის სამხედრო გუბერნატორს მოუწოდებდა სიფხიზლისკენ.

აღნიშნულ პერიოდში, ბათუმის ოლქის, ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა კორპუსის მმართველის წერილში აღნიშნულია, რომ ქართველი ნაციონალისტები რუსებთან ერთმორწმუნეობის მიუხედავად, მოითხოვდნენ ყოველკვირეულად სოფლებში განხორციელებულიყო ქართულ ენაზე ისტორიული ხასიათის პიესების დადგმა. ქართული პიესები იდგმებოდა სოფელ ქობულეთში, ორთაბათუმში, კაპანდიბში და კიდევ ორ სოფელში. 1914 წლის 31 ივლისს, კინტრიშის უბნის უფროსი ბათუმის ოლქის მმართველს უგზავნის წერილს, რომელშიც საუბარია აჭარლების პატრიოტულ ფანატიზმზე და რწმენის ღალატზე. წერილში აღნიშნულია, რომ აჭარლების სიტყვებს და რწმენას სერიოზულად მოქცეოდნენ და საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ თურქეთის მონაწილეობა ევროპულ ომში,რადგან საკმაოდ სასარგებლო და კარგი მომენტი დადგა მათ გამოსაყენებლად. პოდპოლკოვნიკი ბორისოვი მოითხოვდა ჯარში მოეწვიათ ყველა ფიზიკურად ძლიერი ადგილობრივი ,,თურქი“ (იგულისხმება აჭარელი).

რუსეთის ხელისუფლება აღიარებდა  აჭარლების ერთგულებას რუსეთის მიმართ. განსაკუთრებით ეს გამომჟღავნდა 1905 წლის რევოლუციის დროს და ამისთვის მათ დაიმსახურეს რუსეთის მადლობა. განსაკუთრებული ინტერესით იკითხება მიმართვის ბოლოს არსებული მოწოდება. აი ისიც: ,,ისინი მზად არიან გადადონ თავი ერთიანი რუსეთისთვის, ჩვენი ,,თურქები“ (აჭარლები), თავისი მოწოდების სიმაღლეზე დადგებიან და მოგევევლინებიან რუსეთის სახელმწიფოს ერთგულ შვილებად. რუსეთი სახელმწიფო კი იზრუნებს მათ დატოვებულ ოჯახებზე, ქართული ან თურქული ენის მცოდნე აჭარლებისგან შევქმნით სამხედრო რაზმს და მათ სათავეში დავაყენებთ ქართული ან თურქული ენის მცოდნე ადამიანებს და გადავაგზავნით მათ გერმანიის ან ავსტრიის საზღვარზე. ამით კი ორ ამოცანას შევასრულებთ. მათ მოვწყვეტთ მშობლიურ კუთხეს და შევქმნით პირობებს ჩვენი არმიისთვის და მეორეც,  ბათუმის ოლქში დარჩენილი მათი ოჯახის თურქი ახლობლები იქნებიან ჩვენი მძევლები. აღნიშნულ მოწოდებას ხელს აწერს უბნის უფროსი ჯაგინოვი.

წარმოგიდგენთ რუსეთის ხელისუფლების რელიგიისადმი დამოკიდებულების ამსახველ დოკუმენტურ მასალას.

ზემოთ აღნიშნული საარქივო დოკუმენტური მასალა ნათლად წარმოაჩენს რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას არამარტო მათი ქვეშევრდომი ხალხის მიმართ, არამედ ზოგადად რელიგიის და რწმენის მიმართ.

წყარო: გაზეთი „ალიონი“, 14 მაისი, 2026 წ. #10, გვ.7

 

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 90
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 90
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 89
    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და…
  • 88
    საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსგვეუფლება სასოება იმისა, რომ ილია მეორეს ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად, განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას , – ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. განჩინებაში აღნიშნულია, რომ მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება…