ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
მათივე ცნობით, მკვლელობა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში მოხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციითვე, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
წყარო; ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 62
ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის ქელეხიდან გამოსული მასში ჩაჯდა. როგორც იუწყებიან, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა და იგი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მედიას შინაგან… - 61
- 61
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. „გამოძიებით… - 60
შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა. შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო… - 60
ოზურგეთში, რესტორან „ფიროსმანში“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი თამაზ ტრაპაიძე დაკავებულია. 7 მაისს მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაში ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადსტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, რესტორან „ფიროსმანში“ 31 წლის ბექა პატარავა 7 მაისს იმ დროს დაჭრეს, როცა რესტორნიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა. ახალგაზრდას მუცლის…
