სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. 2005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49.81%-ი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ით. მესამე ადგილზეა პარტიების ბლოკი „სომხეთი“ – 9.94%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 4.00%-ით, მეხუთე ადგილზე გავიდა პარტია „ერთობის ფრთების“ პარტია 2.30%-ით.

მათივე ინფორმაციით, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო „კონტრაქტი – 61 ადგილი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი – 28 ადგილი, „სომხეთის“ ბლოკი – 11 ადგილი, პარტია „აყვავებული სომხეთს“ – 5 ადგილი.

ოთხი უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან სამი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიას, ხოლო ერთი „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს ერგო.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ