დღეს,18 ივლისს, სოფელ ნაგომარში დოღი/ოზურგეთის თასი 2026 გაიმართა!
საცხენოსნო ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
სოფელ ნაგომარში სხვადასხვა დისტანციაზე 4 საცხენოსნო გარბენი :ნაგომრის თასი, ოზურგეთის თასი, გურული მხედრების თასი და ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა.
სხვადასხვა დისტანციაზე ნაგომრის დოღის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები გახდნენ :
👇
ნაგომრის თასი – დისტანცია 1400 მ/2 წლიანი სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:
I ადგილი _მხედარი საბა ხურცია – ცხენი „შავი ვარდი“ (ჩოხატაური) _ 2500 ლარი;
II ადგილი _ მხედარი აზერ ალიევი – ცხენი „რესპექტ გოსტი“ (ყულარი) _ 1500 ლარი;
III ადგილი _ მხედარი გაბრიელ გოგლიძე – ცხენი „სეკრეტეიმი“ (თბილისი) _ 1000 ლარი.
ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი _ დისტანცია 2400 მ/უფროსი ასაკის წმინდა სისხლის ცხენების გარბენი:
I ადგილი _ მხედარი ნიკა ფერაძე – ცხენი „კაზინო” – საცხენოსნო კლუბი „ჯარჯი “ _ (თბილისი)_ 2500 ლარი;
II ადგილი _ მხედარი აზერ ალიევი – ცხენი „ელიტა” (ყაზბეგი) _ 1500 ლარი;
III ადგილი _ მხედარი გიორგი ცინცაძე – ცხენი „შამსია“ (ჩოხატაური) _ 1000 ლარი;
გურული მხედრების თასი _დისტანცია 2000 მ ნახევრად სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:
I ადგილი _ მხედარი გოგიტა კოწიწაშვილი – ცხენი „დიკაკი“ _ თბილისი – 2500 ლარი;
II ადგილი _ მხედარი საბა ხურცია – ცხენი „გრეტა“ (ბოლნისი) _ 1500 ლარი;
III ადგილი _ მხედარი საბა თელია,_ ცხენი „სანმარინო“ (ბოლნისი) _ 1000 ლარი.
ოზურგეთის თასი – 2000 მ 3 წლიანი სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:
I ადგილი _ მხედარი საბა ეხვაია – ცხენი „ბაზილა“ (თბილისი) _ 3000 ლარი;
II ადგილი _ მხედარი საბა თელია – ცხენი „ელეგანტი”(თბილისი) _ 2500 ლარი
III ადგილი_ მხედარი აზერ ალიევი – ცხენი „მარგარიტა“(ოზურგეთი) _ 1500 ლარი.
საცხენოსნო ღონისძიებაზე დაწესებული იყო ყოფილი ცხენოსნის სოსო ( ვალერი) შელიას სახელობის თასი, რომელიც წელს , სოფლის ცხენების ჯირითზე ოზურგეთელ საბა თევზაძეს გადაეცა.
ღონისძიების საერთო საპრიზო ფონდი – 22000 ლარი
გამარჯვებულები სიგელებით, თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დააჯილდოვეს.
მსგავსი სტატიები
- 86
18 ივლისს 16:00 საათზე, სოფელ ნაგომარში დოღი და DJ ALEX B2B SARTANIC-ის მუსიკალური პროგრამა გაიმართება, რომელიც ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდება. საცხენოსნო შეჯიბრში, საერთო საპრიზო ფონდი 22 000 ლარს შეადგენს. სხვადასხვა დისტანციაზე 4 საცხენოსნო გარბენი - ნაგომრის თასი, ოზურგეთის თასი, გურული მხედრების თასი და საქართველოს პატრიარქის… - 73
სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი - 2025" ჩატარდა. სხვადასხვა დისტანციაზე ოთხი გარბენი გაიმართა და 12 პრიზი გათამაშდა: ნაგომრის თასი - 2000 მ. 3 წლიანი სუფთა სისხლის ცხენები - საპრიზო ფონდი: 3 300 ლარი პირველი ადგილი - ლევან კალანდია (ფოთი) მეორე ადგილი - გიორგი ძაგანია (ყაზბეგი) მესამე ადგილი - საბა… - 70
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 69ოზურგეთის ახალ საჩოგბურთო კორტებზე დღეს დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შიდა პირველობა მოსწავლეთა შორის ჩოგბურთში. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში გაიმართა. თამაშები აზარტული და სანახაობრივი იყო. შიდა პირველობიდან გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ. გოგონები 10 წლამდე: I ადგილი თამარ ჩხარტიშვილი. II ადგილი თეონა ცერცვაძე გოგონები 12 წლამდე : I ადგილი ელენე…
- 68
ოზურგეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი - 2024“ ჩატარდა, სადაც სხვადასხვა დისტანციაზე ხუთი გარბენი გაიმართა. დოღში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა, თორნიკე თოდრიამ, სუფთა ჯიშის ცხენით 3200 მეტრი მანძილი პირველმა გაირბინა და პირველობაც მოიპოვა. დოღში მონაწილე და საპრიზო ადგილებზე გასული მხედრები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ.…