პავლე ჟორდანია 90
პავლე ჟორდანია ოზურგეთის „კოლმეურნეს“ ღირსებას 1954-55 წლებიდან იცავდა. გუნდის მწვრთნელი იმჟამად არჩილ კილაძე იყო. 1956 წელს ოზურგეთელები „კოლმეურნეს“ ჩემპიონები გახდენ. მომდევნო წელს ისინი საქართველოს თასის ფინალში დამარცხდნენ თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების გუნდ ტტს-თან. პავლე ჟორდანია იცავდა ოზურგეთის კარს. უაღრესად დაძაბულ მატში გამოცდილმა თბილისელმა ტაბუტაცემ მატჩის დასაწყისში (მე-12 წთ.) გაიტან გოლი, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში.
სამაგიეროდ ოზურგეთელებმა „კოლმეურნეს“ პირველობაზე ლანჩხუთელებს სძლიეს. პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მეორე დღეს ოზურგეთელებმა 3:1 დაამარცხეს მეზობლები და „კოლმეურნეს“ ჩემიონი კვლავ გახდნენ.

საინტერესოდ წერს ოზურგეთელების და ლანჩხუთელების მორიგი შეხვედრის შესახებ (1958 წელი, გაზეთი „ლენინის დროშა“, 3 ოქტომბერი). აქ აღნიშნულია მეკარე პავლე ჟორდანიას კარგი თამაში. ოზურგეთელებმა ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეზობლები (გოლები: თამაზ სალუქვაძე,სოსო დუმბაძე(2), ზურაბ გავაშელი). ამ წელს ოზურგეთელები გავიდნენ მე-3 ადგილზე.
1959 წელს ოზურგეთელები საქართველოს თასს დაეუფლნენ. მათ ორასწუთიანი ბრძოლა მოუწიათ ძველ კონკურენტთან _თბილისის „ტტს“-თან.
5 სექტემბრის მატჩში ოზურგეთელების ღირსებას იცავდნენ; მეკარე პავლე ჟორდანია; მცველები: ჰამლეტ დოლიძე, რეზო სალუქვაძე, რეზო ღლონტი; ნახევარმცველები: გალორდი ზურაბაშვილი, ანზორ სიამაშვილი; თავდამსხმელები: ანზორ ვახრამოვი, რეზო ხომერიკი, ბიძინა ტაბიძე, ავთანდილ ნინუა, სოსო დუმბაძე.
პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. (ოზურგეთელებიდან გოლი რეზო ხომერიკმა გაიტანა).

7 სექტემბერს მეორე მატჩი გაიმართა. „კოლმეურნემ“ ოდნავ შეცვალა შემადგენლობა: ცენტრალურ თავდამსხმელად მოედანზე გამოვიდა თამაზ ჩხარტიშვილი, ხოლო რეზო ხომერიკის ადგილზე გადაინაცვლა ბიძინა ტაბიძემ.
მართალია პირველი გოლი თბილისელებმა გაიტანეს, ოზურგეთელები გაშლილი ფრონტით შეუტიეს თბილისელების კარს და აიღეს კიდეც. რეზო სალუქვაძემ შორი მანძილიდან _დაახლოებით 38-40 მეტრი მანძილიდან გაიტანა საპასუხო გოლი.
შეხვედრის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე თამაზ ჩხარტიშვილმა დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და უკან დაბრუნდა, იქვე გაჩნდა ავთანდილ ნინუა და მეორე გოლი გაახვია თბილისელთა კარის ბადეში.
იმჟამინდელ პრესაში ვკითხულობთ: „უნდა აღინიშნოს მეკარე პავლე ჟორდანია, რომელმაც თავგანწირვით ითამაშა და ბევრჯერ იხსნა კარები აშკარა გოლისაგან.“
ამის შემდეგ „კოლმეურნე“ საკავშირო თასის გათამასებაში ჩაება. დაამარცხეს სტუმრათ ჩირჩიკის „ხიმიკი“(უზბეკეთი) 2:1; ტალინის „კალევი“(ესტონეთი) 1:0.
8 ოქტომბერს ოზურგეთში რიგის სამხედრო ოლქის სპორტული კლუბის გუნდს შეხვდნენ.
ამ მატჩში განსაკუთრებულადაა მოხსენიებული მეკარეები პავლე ჟორდანია და მისიუნასი. ვკითხულობთ: „თავგანწირული ნახტომს აკეთებს მეკარე ჟორდანია,ფეხებიდან აცლის ბურთს რიგელთა მარცხენა გარემარბს თოფურიას.“
ოზურგეთელებმა ანგარიშით 4:1 დაამარცხეს მეტოქე (დუმბაძე (2), რ. სალუქვაძე,ნინუა).
„კოლმეურნე“ გავიდა ნახევარფინალში, სადაც მისი მეტოქე მოსკოვის „სპარტაკის“ საკლუბო გუნდი იყო. ეს მატჩი ოზურგეთში გაიმართა და მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ გადაულახავ ბარიერად აღიმართა ლენინგრადელი მსაჯი ვ. ზიაბლიკოვი.
მე-20 წუთზე მსაჯმა პირველი პენალტი დანიშნა მასპინძლების კარში. „სპარტაკი“ დაწინაურდა 0:1. მეორე ტაიმის დასაწყისში ვახრამოვმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.
მეორე ტაიმის 82-ე წუთზე „კოლმეურნეს“ ნახევარმცველმა ზურაბაშვილმა უხეშად ითამაშა საჯარიმო მოედნის გარეთ, მისი მეტოქე წაიქცა და განზრახ შეგორდა საჯარიმო მოედანზე.
ლენინგრადელმა მსაჯმა ა. ზიაბლიკოვმა ამ მომენტში მიიღო მეტად პრობლემატური გადაწყვეტილება და მეორე პენალტი დანიშნა მასპინძლების კარში. მატჩის ოქმში ანგარიში 2:1 დაფიქსირდა „სპარტაკის“ სასარგებლოდ.
მასპინძლებმა მატჩის შედეგი გააპროტესტეს, მაგრამ თამაში არ დაუბრუნდათ.
ოზურგეთის „სიხარულმა“ (ამჯერად ამ სახელით) 1960 წელს საქართველოს თასი მეორედ მოიპოვა. ამჯერად იგი ფინალში ლანჩხუთის „კოლმეურნეს“ შეხვდა. ოზურგეთელებმა ანგარიშით 4:0 დაამარცეს მეტოქე. (გოლები:დუმბაძე, ნინუა (2),ვახრამოვი). მატჩის ანგარიშში აღნიშნულია მეკარე პავლე ჟორდანიას კარგი თამაში…

ბატონი პავლე 16 წელი იცავდა ოზურგეთის” მერცხალის” ღირსებას და დდი წვლილი მიუძღვის მის წარმატებებში.
წელს იგი მონაწილეობდა ოზურგეთის ცენტრალური სტადიონისათვის კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების ცერემონიალში და თავისი სპორტული ცხოვრების შესახებ ესაუბრა გაზეთ „ალიონს“.
.ბატონი პავლე 90 წლისაა,ღმერთმა დალოცოს, გაძლიეროს ჯამრთელად ამყოფოს,ასეთი პიროვნებები ქმნიდნენ ოზურგეთის”მერცხალის” ისტორიას.
სიცოცხლეში გვიყვარდეს,სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელები!
ნუგზარ ასათიანი, ხარიტონ ჩხატარაშვილი.
მსგავსი სტატიები
- 73
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 71
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 69
გურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო… - 68
დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ: ღირსეული ოჯახის ღირსეული… - 67
4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…