აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაგზავნა. „მე გავგზავნე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ორი შესანიშნავი მომლაპარაკებელი. მათ შესანიშნავი სამუშაო გაწიეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, მიაქვთ თუ არა კუშნერს და უიტკოფს თან ახალი შეთავაზებები, ტრამპმა უპასუხა: „მიაქვთ წინადადებები, რომ დაასრულონ ომი”.
„რვა ომი დავასრულე. იმედი მაქვს, ჩემით ამაყობთ. ამისთვის არანაირი დამსახურება არ მიმიღია. რვა ომი დავასრულე და ნობელის პრემია მივიღე? არა“, – აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის „პიროვნული პრობლემა“ არსებობს.
„რუსეთ-უკრაინას შორის პიროვნული პრობლემაა. ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. იცით, რა არის სიძულვილი? მათ სერიოზული სიძულვილი აქვთ. სიძულვილი მათ გზაზე ეღობება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში რუსული დრონის აღმოჩენასთან დაკავშირებით და ჰკითხეს, არის თუ არა ეს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა. „მე პუტინს ვესაუბრები; მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მსგავსი სტატიები
- 84
15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.… - 83
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 82აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 82
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 79
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…