დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭახვათში  (მერიის თემი) უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაკრძალეს.

ლაშა ბროლაძე უკრაინაში, ქალაქ სუმთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპა.

ლაშა 3 წელი და 8 თვე იბრძოდა უკრაინაში. მას 14 სექტემბერს 31 წელი შეუსრულდა.

ის 2023 წლამდე უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ რიგებში იბრძოდა, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო დანაყოფში გადავიდა.

უკრაინაში მასთან გამომშვიდობების ცერემონია 12 ოქტომბერს, კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში  გაიმართა, რის შემდეგაც გმირი სამშობლოში გადმოასვენეს.

დღეს, ლაშა ბროლაძე უკანასკნელ გზაზე ასეულობით ადამიანმა გააცილა.

მსგავსი სტატიები

  • 72
    უკრაინაში სოფელ მერიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე დაიღუპაუკრაინაში გმირულად სოფელ მერიელი ლაშა ბროლაძე დაიღუპა. უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. _წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე.
  • 71
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 70
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 70
    დღეს ანზორ ერქომაიშვილი 85 წლის იქნებოდადღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ:  ,,…
  • 70
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…