დღეს, ქ. ლანჩხუთში, „ლანჩხუთობის“ დღესასწაულის დაწყების წინ, ქალაქის პარკში მსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდების ავტორმა გოდერძი მახარაძემ მსოფლოს (გინესის) 2 ახალი რეკორდი დაამყარა.

პირველი რეკორდის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მას კალათბურთის ბურთი  თავით ერთ წუთში 180-ზე მეტჯერ უნდა აეკენწლა, რაც მან ბრწყინვალედ შეასრულა_ ერთ წუთში 220-ჯერ აკენწლა.

მისი მეორე (რიგით 69-ე) რეკორდის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მას დამჯდარ მდგომარეობაში კალათბურთი ბურთი თავით 1000-ჯერ მეტად აეკენწლა.

გოდერძიმ არა თუ 1000-ჯერ იგი 43 წუთისა 4 წამის განმავლობაში თავით კენწლავდა ბურთს და მნიშვნელოვნად გაზარდა რეკორდი, რამაც 5503 შეადგინა.

რეკორდის დამყარების პროცესს ესწრებოდნენ ჟურნალისტები და ჟიურის წევრები: შალვა ჩხაიძე, ვლადიმერ გვარჯალაძე (მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ სპორტის ცენტრი) და კომპანია „ელიტ გურიას“  რეგიონული წარმომადგენელი ირაკლი აფხაზავა.

„ელიტ გურიამ“ რეკორდების დამყარების შემდეგ გოდერძი მახარაძეს ცნობილი გერმანული ბრენდის ტელევიზორი „Blaupunqt“ გადასცა.

გოდერძი მახარაძემ რეკორდების დამყარების წინ აღნიშნა, რომ ამ რეკორდებს უძღვნიდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს ხსოვნას.

უნდა აღინიშნოს, რომ გოდერძი მახარაძემ ბოლო წლებში ქ. ლანჩხუთში, სხვადასხვა დროს ათამდე მსოფლიოს (გინესის) ახალი რეკორდი დაამყარა.

 

მსგავსი სტატიები

  • 69
    გოდერძი მახარაძის ორი ახალი მსოფლიო (გინესის) რეკორდიმსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორი,  გოდერძი მახარაძემ დღეს,  ქ. ოზურგეთში _„ჭადრების ბაღში“ 26 მაისის ღონისძიებაზე მსოფლიოს (გინესის) ორი ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი _5 წუთში თავით 394-ჯერ  აკენწლა  ბურთი; მეორე რეკორდი კი შარშან, ლანჩხუთში დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება გახლდათ, როცა იგი 1 საათისა და 35 წუთის განმავლობაში თავით კენწლავდა ბურთს. მან იქ…
  • 69
    გოდერძი მახარაძის 67-ე მსოფლიო რეკორდი ბათუმშიმსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორმა,  გოდერძი მახარაძემ დღეს,  ქ. ბათუმში, _„დინამოს“ სტადიონზე „დინამოსა“ და წყალტუბის „სამგურალის“ მატჩის წინ, მსოფლიოს (გინესის) ახალ რეკორდის დაამყარა. მან მის მიერ ადრე დამყარებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 3 საათის, 12 წუთის განმავლობაში 25 300-ჯერ აკენწლა თავით კალათბურთის  ბურთი. ეს ადრე დამყარებული მსოფლიო რეკორდის მეორედ გაუმჯობესებაა.…
  • 68
    გოდერძი მახარაძის მორიგი მსოფლიო რეკორდი, მეორე სარეკორდო ასპარეზობა ამ წუთებში მიმდინარეობს...მსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორმა გოდერძი მახარაძემ დღეს, ქ. ოზურგეთში „ჭადრების“ ბაღში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა. მან თავით კალათბურთის ბურთი 5 წუტში 394-ჯერ აკენწლა.  ამ წუთებში კი იგი მსოფლიოს მეორე რეკორდის დამყარებას აპირებს და უკვე შეუდგა სარეკორდო მარათონს. მეორე რეკორდი კი შარშან, ლანჩხუთში დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებაა, როცა იგი 1 საათისა…
  • 68
    გოდერძი მახარაძე დღეს ახალ რეკორდს დაამყარებსმსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორი,  გოდერძი მახარაძე დღეს,  ქ. ბათუმში, _„დინამოს“ სტადიონზე მსოფლიოს (გინესის) ახალ რეკორდის დაამყარებას გეგმავს. მან თავით კალათბურთის ბურთი 1 საათსა და 44 წუთზე მეტ დროში უნდა აკენწლოს. ეს ადრე დამყარებული რეკორდის მეორედ გაუმჯობესებაა. პირველად ეს რეკორდი გოდერძი მახარაძემ შარშან, ლანჩხუთში (შუხუთი) დაამყარა. ლელობურთის დაწყების წინ იგი…
  • 67
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…